| 5 მარტი | დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. ოთხშაბათი | 18 მარტი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
განზოგება დიდი მარხვისა.
მოწამისა კონონ ისავრიელისა (I); მოწამისა ონისესი (I); მოწამისა კონონ მებაღისა (III); მოწამისა ირაიდასი; მოწამისა ევლოგი პალესტინელისა; მოწამისა ევლამპისა; ღირსისა მარკოზისა (V); ღირსისა ისიხიოსისა (დაახ. 790); პოვნა წმიდათა ნაწილთა კეთილმსახურთა მთავართა: თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა დავითისა და კონსტანტინესი, იაროსლაველ სასწაულთმოქმედთა (1463).
ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. 26: 21-27: 9.
მწუხრზე: დაბ. 9: 18-10: 1. იგავ. 12: 23-13: 9.
შენიშვნა: I ჟამზე ჯვრის თაყვანისცემა.
შენიშვნა 2: ამ დღიდან დიდი ოთხშაბათის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, პირველშეწირულის ყველა ლიტურგიაზე, კათაკმეველთა კვერექსის შემდგომ, ჩაერთვის კვერექსი: „რაოდენნი ნათლისღებად განმზადებულნი ხართ“ (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 300).