კანონთა გალობა დიდ მარხვაში

12 მარტი დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. ოთხშაბათი 25 მარტი
ძველი სტილით ახალი სტილით

კეთილმსახურისა მეფისა მოწამისა დემეტრე თავდადებულისა (1289)*; წმ. გრიგოლ დიალოღონისა, რომის პაპისა (604); ღირსისა სვიმეონ ახალისა ღმრთისმეტყველისა (1021); ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა (818); მართლისა ფინეზისა (1500 წ. ქრისტეს შობამდე).

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.) (აღესრულება სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულთა საოხად).

 

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 41: 4-14.
მწუხრზე: დაბ. 17: 1-9. იგავ. 15: 20 - 16: 9.

 

* იხ ცხრილის შენიშვნა (5).

შენიშვნა: მარხვანის მითითებით, დიდი მარხვის მე-5 შვიდეულის ხუთშაბათს ცისკარი იწყება „მეოთხესა ჟამსა ღამისასა, ანუ ჩვენი დროით დაახლოებით ოთხშაბათ საღამოს 10 საათზე (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 355), რომელზეც სრულად წაიკითხება ან იგალობება ანდრია კრიტელის სინანულის კანონი. სამრევლო ეკლესიებში უპირატესის კურთხევით ეს დრო შეიძლება გადატანილ იქნეს კრებულისთვის ხელსაყრელ დროს, ან ხუთშაბათ დილით.