| 14 მარტი | დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. პარასკევი | 27 მარტი |
| ძველი სტილით | ახალი სტილით |
ღირსისა ბენედიქტე ნურსიელ იღუმენისა (543); წმ. ევსქიმონ აღმსარებელისა, ლამპსაკიელ ეპისკოპოსისა (IX); თეოგნოსტე კიეველ და მოსკოველ მიტროპოლიტისა (1353).
ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. 45: 11-17.
მწუხრზე: დაბ. 22: 1-18. იგავ. 17: 17 - 18: 5.
შენიშვნა: მარხვანის მითითებით დიდი მარხვის მე-5 შვიდეულის შაბათის ცისკარი იწყება „მეოთხესა ჟამსა ღამისასა“, ანუ, ჩვენი დროით დაახლოებით პარასკევ საღამოს 10 საათზე (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 355), რომელზეც სრულად წაიკითხება ან იგალობება ღმრთისმშობლის დაუჯდომელი („გიხაროდენი“). სამრევლო ეკლესიებში უპირატესის კურთხევით ეს დრო შეიძლება გადატანილ იქნეს კრებულისთვის ხელსაყრელ დროს, ან შაბათ დილით.