კანონთა გალობა დიდ მარხვაში

16 მარტი დიდი მარხვის მე-5 კვირიაკე. ხმა I. 29 მარტი
ძველი სტილით ახალი სტილით

ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა (522)*; წმ. ამბროსი აღმსარებელისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (ხელაია, 1927)**; ღირსთა: პიმენ სალოსისა, ლეკთა განმანათლებელისა და ანტონი მესხისა, მეფეთა მამხილებელისა (XIII)**; მოწამისა საბინე ეგვიპტელისა (287); მოწამისა პაპასი, რომელი იყო ქალაქ ლარანდოით, რომელ არს ლუკაონიისა სამთავროსა (305-311); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, რომის პაპისა (119); მოწამისა იულიანე ანაზარბელისა (305-311); მღვდელმოწამეთა: ტროფიმე და თალასი ლაოდიკიელთა ხუცესთა (დაახ. 300).

 

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: სახ. მე-9, ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
ლიტ.: ებრ. 9: 11-14 (დას. 321 შუა). მკ. 10: 32-45 (დას. 47).
ღირ.: გალ. 3: 23-29 (დას. 208). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).

 

* გარდამავალია, მოიხსენიება დიდმარხვის მე-5 კვირიაკეს.

** იხ. ცხრილის შენიშვნა (5).