image

image


image

 

ბენ ხობრინკი

ქრისტიანული შეხედულება სამყაროს წარმოშობაზე

ევოლუცია შეუძლებელია

ა. ბუნების კანონები.

1. თერმოდინამიკის პირველი კანონი

ეს ბუნების ერთ-ერთი ძირითადი კანონია. იგი გვეუბნება: ენერგია არ წარმოიშობა არაფრისაგან და არ ქრება: იგი მხოლოდ ერთი ფორმიდან მეორე ფორმაში გადადის, მაგრამ ენერგიის საერთო რაოდენობა სამყაროში უცვლელი რჩება.

სხვათაშორის, მატერიაც ენერგიის ფორმაა (ატომური ბომბის პრინციპი). შეუძლებელია სამყარო არაფრისაგან წარმოშობილიყო ისეთ შემთხვევაში, თუ ენერგიის საერთო რაოდენობა შეუძლებელია როდესმე შეიცვალოს, ან რაიმე მიემატოს, ან გამოაკლდეს.

ევოლუციონისტების აზრით სამყარო პირველყოფილი ღრუბლისგან შემთხვევითი აფეთქების შედეგად წარმოიშვა (ე.წ. დიდი აფეთქება). მაგრამ საიდან მოვიდა ეს ღრუბელი?

2. თერმოდინამიკის მეორე კანონი.

ეს უმნიშვნელოვანესი კანონი გვიმტკიცებს, რომ: ნებისმიერი სისტემა თავისთავად წესრიგიდან უწესრიგობის მიმართულებით მიდის, ე.ი. ყველა საგანს სამყაროში ქაოსისკენ მიმართების ტენდენცია აქვს.

თუ თქვენ სამზარეულოში გაზს მოუშვებთ, გაზის მოლეკულები მთელს სამზარეულოში გავრცელდება. თუ თქვენ ცხელსა და ცივ წყალს აურევთ ერთმანეთში, მათი მოლეკულები გადანაწილდებიან და შედეგად თბილი წყალი მიიღება. ეს პროცესი შეუქცევადია. გაზს თავისი ნებით ქურაში დაბრუნება არ შეუძლია. თბილი წყალი თავისთავად ცივ და ცხელ წყლად არ დაიშლება.

თერმოდინამიკის მეორე კანონი (ე.წ. „დაქვეითების“ კანონი) ამტკიცებს, რომ სამყაროში ყველაფერი გარედან უწესრიგობისკენ მიილტვის. ენერგისს ზემოქმედების გარეშე ეს ცოცხალ არსებებსაც ეხებათ. აი რატომ სჭირდება ცოცხალ ორგანიზმს ბევრი ენერგია, რომ თავის სხეულში წესრიგი დაიცვას. ის ყოველთვის იმ რთული მოლეკულების აგებითა და მოწესრიგებით არის დაკავებული, რომელთაგანაც შედგება. ამ პროცესის შეწყვეტის შემთხვევაში მაშინვე მოკვდება და დაშლას დაიწყებს. სხეულის დაშლის შედეგად თავისუფალი ატომების გროვას არასდროს მივიღებთ. ატომები არასოდეს თავისთავად დიდ მოლეკულებს არ წარმოქმნიან. მოლეკულები არასოდეს ავტომატურად არ ერთდებიან, რომ ცოცხალი უჯრედი წარმოშვან. სამყაროში ყველაფერი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. სამყაროში არაფერია ისეთი, რაც ამ დაქვეითების კანონს ეწინააღმდეგება.

სამყაროში წესრიგის შექმნისა და შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობა ცოცხალი არსებების აქტივობის შედეგია. სიცოცხლის გარეშე რთული და მაღალორგანიზებული წესრიგი ვერ წარმოიშობოდა და ვერ შენარჩუნდებოდა. ე.ი. როგორ წარმოიშვა ეს ცოცხალი წესრიგი? თუ მხოლოდ სიცოცხლეს შეუძლია მისი შექმნა?.. თავდაპირველად არანაირი სიცოცხლე არ არსებობდა? მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გვრჩება. სიცოცხლე ცოცხალმა ღმერთმა შექმნა.

ევოლუციონისტების პირველი „არგუმენტი“.

ხშირად ასე გვპასუხობენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში წესრიგი შეიძლება ცოცხალი არსების ჩარევის გარეშეც წარმოიშვას. მაგალითად ფიფქების კრისტალები წესრიგის მაღალ დონეს გვიჩვენებენ, წარმოიშობიან რა წყლის უწესრიგო მდგომარეობიდან. იგივე შეიძლება ქვის კრისტალებზეც ითქვას, რომლებიც მიწის სიღრმეებში თხევადი ნივთიერებებისგან წარმოიშვებიან. ეს მაგალითები ხშირად იმის დასასაბუთებლად მოჰყავთ, რომ არაცოცხალ ბუნებაში შეიძლება წესრიგი თავისთავად წარმოიშვას, და რომ ამიტომ ევოლუცია შესაძლებელია.

სპეციალური ფორმულების გარეშე ძნელია ახსნა რატომ აქვთ ძალა არ არგუმენტებს. საქმე იმაშია, რომ ატომებსა და მოლეკულებს არა მარტო შერევისა და ქაოტური მოძრაობის, არამედ ისეთი მდგომარეობის მიღების ტენდენცია აქვთ, რომელშიც მათი ენერგია უმცირესი იქნება. აღმოჩნდა, რომ ბევრი ნივთიერებისათვის ენერგიის ყველაზე დაბალი ხარისხი კრისტალურ ფორმაში მიიღწევა. თუ მიწის ქერქში არსებულ ნივთიერებებს ენერგიას წავართმევთ, წარმოიქმნება ძვირფასი ქვების ულამაზესი კრისტალები. მოლეკულებს კრისტალებში ენერგიის ენერგიის უმცირესი შესაძლებელი მაჩვენებელი აქვთ. მათი დაშლისათვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ზოგადად, იმისათვის, რომ სამყაროში მოლეკულები დაიშალოს, ყოველთვის დამატებითი ენერგია ხდება საჭირო.

რაც შეეხება ცოცხალი ორგანიზმის მოლეკულებს, აქ საწინააღმდეგო კანონი მოქმედებს. ამ მოლეკულებს დიდი ენერგია აქვთ. მათი დაშლისას ენერგია გამოთავისუფლდება. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გათბეთ ცეცხლმოკიდებულ შეშასთან, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენებს წარმოადგენენ. ამავე მიზეზის გამო საკვები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ ენერგიას გვაძლევს.

კრისტალების მოლეკულებს შეუძლიათ წარმოიქმნან სპონტანურად, რადგან დაბალი ენერგეტიკული მაჩვენებელი აქვთ (ამ მოლეკულების წარმოქმნისას გამოთავისუფლდება ენერგია). ცოცხალი ორგანიზმების მოლეკულები სპონტანურად არ წარმოიშობიან, რადგან მაღალი ენერგეტიკული დონე აქვთ (ასეთი მოლეკულების დაშლა დამატებით ენერგიას საჭიროებს). აი რატომ შეიძლება ასეთი მოლეკულები მხოლოდ ცოცხალი არსებების შექმნილი იყოს.

მეორე „არგუმენტი“ ასე ჟღერს: „ევოლუცია დედამიწაზე შესაძლებელია, რადგან მიწა თავისთავის ამარა არ ყოფილა. ის მზისგან მუდმივად იღებდა ენერგიას. ხოლო სამყოფი ენერგიის მიღებით ის უკანასკნელად შეიძლება მოლეკულებს შორის უფრო მაღალი ენერგეტიკული კავშირების ე.ი. ცოცხალი უჯრედების ფორმირებისათვის გამოყენებულიყო“. კრიტიკას ასეთი არგუმენტებიც ვერ უძლებს.

თუ ჩვენ სამშენებლლო მასალა და ენერგიის საკმარისი რაოდენობა გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლი ოსტატის გარეშე თავისთავად აშენდება. ეს თერმოდინამიკის მეორე კანონს ეწინააღმდეგება.

მესამე „არგუმენტი“, ქლოროფილი - მწვანე მამოძრავებელი.

მას შემდეგ, რაც შემოქმედმა სიცოცხლე შექმნა, მისი შენახვისათვის ბევრი ენერგია აღმოჩნდა საჭირო. ეს ენერგია საკვებიდან მიიღება, რომლის წყაროდაც ასე თუ ისე მწვანე საფარი გვევლინება. მზის ენერგიის შთანთქმა და მისი უფრო სასარგებლო ენერგიის ფორმად გარდაქმნა მხოლოდ მწვანე მცენარეებს და ზოგიერთ ბაქტერიას (რომელიც იმავე პრინციპზე ფუნქციონირებს) შეუძლიათ მათ უჯრედებში ქლოროფილის (მწვანე მასის) შემცველობის გამო. ქლოროფილის გარეშე მზის სხივები აბსოლუტურად უსარგებლო იქნებოდა, რომ არა ენერგიის ის მდადარი საზრდო, რომლითაც მცენარეების ცოცხლობენ და ცხოველები და ადამიანები იკვებებიან. ქლოროფილის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ ქლოროფილი როგორღა წარმოიშვა?

თუ თქვენ დიდი ფაბრიკა გაქვთ, ელექტროგაყვანილობით, ძრავებით, მაღალგავითარებული ტექნიკით და აუცილებელი ინფორმაციით (ფურცელზე ან გონებაში), მაშინ ყოველგვარი ჩარხისა და ინსტრუმენტის დამზადებას შეძლებთ. ჩარხებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით კი უფრო მოწინავე ტექნიკას შექმნით, რომ მას შემდეგ ის თქვენს ფაბრიკაში გამოიყენოთ. მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ ელექტრობა გაქვთ (ან მზის გამოსხივება) და მეტი არაფერი - არც ფაბრიკა, არც ძრავები, არც ჩარხები, არც ინსტრუმენტები, არც მუშები, - მაშინ როგორ წარმოიშობა თავისთავად რთული ტექნიკა ან ფაბრიკა?

ზუსტად იგივე შეეხება საგანგებოდ რთულად მოწყობილ ქლოროფილის თავთავებსაც. როგორ შეეძლოთ მათ წარმოშობა მექანიზმის გეგმის, მზის სხივების გამოუყენებელი (დამანგრეველიც კი) ენერგიის გარდაქმნის ტექნოლოგიის არცოდნის გარეშე? ეს პატარა საოცარი ფაბრიკები, რომლებიც ათასობით რთული მოლეკულისაგან შედგება, შეუძლებელია ისე უბრალოდ არაფრისაგან წარმოშობილიყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიცოცხლე თავისთავად ჩაისახა, მაშინვე მოკვდებოდა თუ ამავე დროს ქლოროფილი არ ჩაისახებოდა. გარდა ამისა უკვე უნდა არსებობდეს ქლოროფილის კვლავწარმოების უზრუნველმყოფელი მექანიზმი, იმისათვის, რომ შთამომავლობას ის თავის უჯრედებში ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოკვდება. იმისათვის, რომ ასეთი პროცესი ჩაირთოს, აუცილებელია გონიერი კონსტრუქტორის ჩარევა.

 

ბ. ცოცხალი ორგანიზმის სირთულე

ევოლუციური მოდელის თანახმად სიცოცხლე რამდენიმე მილიარდი წლის წინათ პირველყოფილ წყლებში წარმოიშვა. პირველყოფილი ოკეანის უსიცოცხლო ქაოსში. საჭირო მოლეკულები შემთხვევით წააწყდენენ ერთმანეთს, რის შედეგადაც წარმოიშვებოდა სულ უფრო და უფრო რთული მოკელულები. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ გაჩნდა თვითწარმოების უნარის მქონე მოლეკულა, რომელმაც შექმნა პირველი ცოცხალი არსება და ა.შ.

ევოლუციონიზმი ვარაუდობს, რომ რაც უფრო დიდხანს არსებობს რაიმე, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ იგი რაიმე უფრო მაღალ ფორმად გარდაიქმნას. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს იდეა ერთობ მიმზიდველად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, დარვინის ეპოქაში მაინც, როცა სწავლულები ძნელად წარმოიდგენდნენ ორგანიზმების ისეთ დაუჯერებელ სირთულეს, ეს იდეა არარეალური არ ჩანდა.

მაგრამ რაც მეტს ვიგებთ უჯრედების სტრუქტურისა და ქიმიური თვისებების შესახებ, მით უკეთ გვესმის, რომ სიცოცხლე თვითნებურად უსიცოცხლო მატერიისაგან განვითარებას ვერასოდეს შეძლებდა.

როგორ პრობლემებს წავაწყდებით, თუ დავუშვებთ, რომ შემთხვევითი პროცესების, სუფთა შემთხვევითობის წყალობით შეიძლება უბრალო ცილა წარმოშობილიყო?

როგორც ვნახეთ, თერმოდინამიკის მეორე კანონის მიხედვით, ყოველივე როდესმე წარმოქმნილი მოლეკულა დაიშლება, თუ რამეს არ დაიხმარებენ და შეინახებიან ცოცხალ უჯრედებში. რაც უფრო რთულია მოლეკულა, მით უფრო სწრაფად იშლება. მაგრამ ინტერესის გულისთვის შემდეგი აბსურდული და არადამაჯერებელი სიტუაცია დავუშვათ: ა) როდესღაც პირველყოფილ ოკეანეში ფორმირებული მოლეკულა, უკვე არასდროს აღარ დაიშლება. ბ)მოლეკულების წარმოებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი ელემენტი უკვე აქვს. და მოცემული მოლეკულის მოპოვების საზღვრებში მდებარეობს.

 

ალბათობა

წარმოვიდგინოთ, რომ შემთხვევითი რეაქციების შედეგად მოცემულ ოკეანეში უბრალო ცილის მოლეკულა ჩაისახა, რომელიც 100 ამინომჟავისაგან შედგება. როგორც ვიცით ამინომჟავების 20 ტიპი არსებობს, რომელნიც ცილების სინთეზის დროს გამოიყენებიან როგორც სამშენებლო ქვები. მათემატიკური თეორიის თანახმად იმის ალბათობა, რომ ეს მოლეკულა 100 ნაწილისაგან შესაბამის სახეს მიიღებს უდრის 1/20100 ეს იგივეა, რაც 1/10130 სხვანარიად 1:10130 (130 ნულით).

მნიშვნელზე აღნიშნული ციფრი ძალიან დიდია საიმისოდ, რომ მისი გონებით გააზრება შესაძლებელი იყოს. იმისათვის, რომ იგი თუნდაც ძალიან ბუნდოვნად წარმოვიდგინოთ, შემდეგი გამოთვლა ჩავატაროთ. მთელი სამყარო, ყველა გალაქტიკა ერთად აღებული პლანეტები და ვარსკვლავები შეიცავენ დაახლოებით 1080 ელექტრონებსა და ანალოგიური ზომის სხვა ნაწილაკებს. წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ეს ნაწილაკი სხვა ნაწილაკებთან წამში მილიარდჯერ შედის ურთიერთობაში და ეს ყველაფერი 30 მილიარდი წლის განმავლობაში ხდება (სამყაროს მაქსიმალური ასაკი ევოლუციონისტების აზრით), ასეთ სიტუაციაშიც კი მოხდება მხოლოდ 1080x109x1018=10107 რეაქცია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც კი 1000 მილიარდჯერ მილიარდ სამყაროში არ წარმოიშობოდა რეაქციების საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ თუნდაც 1% დარწმუნებით ვთქვათ, რომ უბრალო ცილა თავისთავად წარმოიშვა. მაგრამ რაღა ვთქვათ შედარებით მცირე დედამიწის პირველყოფილ ოკეანეზე, რომელიც არც ისე ბევრ ამინომჟავას შეიცავდა, ხოლო ყოველი ხელახლა წარმოშობილი უჯრედი მაშინვე იშლებოდა და ა.შ. და ბოლოს, ცილა, რომელიც სულ მცირე 100 ამინომჟავისაგან შედგება ზედმეტად მარტვია საიმისოდ, რომ ცოცხალი იყოს...

იმის ალბათობა, რომ ერთი გენი - გენეტიკური მატერიის ნაწილი, რომელიც ცილის კვლავწარმოებას უზრუნველყოფს, შემთხვევით წარმოიშობა, ტოლფასია 1/10600.

თუ თქვენთვის მთელი ეს გამოთვლები გაუგებარია, იმის წარმოდგენას მაინც შეძლებთ, რომ ერთი ცოცხალი მოლეკულაც კი შეუძლებელია შემთხვევით წარმოიშვას. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ სიცოცხლე უმარტივესი, ჩვენთვის ცნობილი თვითკმარი ფორმა, მიკროკოკი, შედგება დაახლოებით 10000 რთული მოლეკულისაგან. ადამიანის ღვიძლის ერთი უბრალო უჯრედი არც მეტი, არც ნაკლები 53 მილიარდი რთული ცილის მოლეკულისგან შედგება. ადამიანი შედგება დაახლოვებით 50000000000000 უჯრედისაგან, თავისი ფუნქციებისა და აგებულების უსასრულო მრავალფეროვნებით. და თქვენ კიდევ შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ყოველივე ეს სუფთა შემთხვევითობის წყალობით მოხდა? დაუჯერებელია.

 

თანმიმდევრულობა

მაშინაც კი, თუ უჯრედებში მოიპოვება ათასობით რთული ცილის მოლეკულა და საკმარისი რაოდენობით გენეტიკური მასალა, მასში მაინც არ იქნება სიცოცხლე! მოლეკულების შემადგენელი ნაწილები და თავად მოლეკულები განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა დაეწყონ, როგორც ასოები ლაგდებიან სიტყვებში და სიტყვები წინადადებებში. თუ ასოებისა და სიტყვების თანმიმდევრობა არასწორია, წიგნს აზრი არ ექნება და მისი წყალობით ვერავინ გახდება უფრო მცოდნე. თავის მხრივ გენეტიკური მასალა უნდა შეიცავდეს აღწერილობას („პროგრამას“) როგორ ააშენოს უჯრედი. თუ ამ პროგრამის წაკითხვა შეუძლებელია, უჯრედში სიცოცხლე არ წარმოიშობა.

ზოგიერთი სწავლული თვლის, რომ ერთი უჯრედის გენეტიკური მასალა თავისთავში იმდენ მონაცემს შეიცავს, რამდენსაც 600 ფურცლიანი 1000 წიგნი, თითოეულ ფურცელზე 500 სიტყვით. სხვები ამტკიცებენ, რომ ერთი უჯრედი უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე მსოფლიოს ყველა წიგნი ერთად აღებული. ამგვარად იმის ალბათობა, რომ ცოცხალი უჯრედი თავისთავად წარმოიშობა, უკეთეს შემთხვევაში ტოლფასია იმის შესაძლებლობისა, რომ რომელიმე მაიმუნი 400-ჯერ უშეცდომოდ დაბეჭდავს დიდი მოცულობის ტექსტს. იგივე აზრი სხვანაირად გამოვთქვათ. ეს შესაძლებლობა ტოლფასია შემდეგი შესაძლებლობისა: თქვენ ჰაერში 5 მილიარდი ასო ისროლეთ და ისინი ავტომატურად 1000 სქელტანიან გააზებულ წიგნად დალაგდნენ. ფაქტიურად ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ თქვენ საფრანგეთში ეიფელის კოშკიდან ასოები რომ გადმოყაროთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ასოები წიგნებად დალაგდნენ, ბოლოსდაბოლოს ასოებს დრო ექნებათ ერთმანეთის შეხვდნენ სანამ ჰაერში იქნებიან.

სიცოცხლის წარმოშობის ევოლუციური მოდელი თავის თავში მრავალ გადაუჭრელ პრობლემას შეიცავს. მაგალითად გენეტიკური ინფორმაციის ენა უჯრედში მხოლოდ ოთხასოიან ანბანს იყენებს, და უნდა ითარგმნოს (ტრანსლირდეს) ოცასოიან ანბანზე (რადგან ცილის მოლეკულები მხოლოდ 20 განსხვავებული ამინომჟავისაგან შედეგბიან). ამ ტრანსლაციის განხორციელებისათვის საჭიროა მაღალგანვითარებული ფერმენტები (ენიზმები). ენიზმები არის რთული ცილის მოლეკულები, რომლებიც უჯრედშიგა პროცესების მსვლელობას აკონტროლებს და უზრუნველყოფს. მაგრამ თავად ეს ენიზმები მხოლოდ სხვა ენიზმების დახმარებით წარმოიქმნებიან, რომლებიც თავის მხრივ იმ ენიზმების დახმარებით შეიძლება წარმოიშვან, რომელნიც გენეტიკური ინფორმაციია ტრანსლაციას ახორციელებენ.

უჯრედშიგა პროცესები იდეალურად უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ამის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. ამგვარად უჯრედი ათასი ცილის მოლეკულასაც რომ შეიცავდეს და საკმარისი რაოდენობის გენეტიკურ მასალასაც, „პროგრამას“ თუ როგორ უნდა აშენდეს უჯრედი, სულ ერთია, უჯრედი მაინც ვერ იცოცხლებს. აუცილებელია აგრეთვე, რომ თითოეული მოლეკულა თავის ფუნქციას თავის დროზე და განსაზღვრული სიჩქარით ასრულებდეს. ყველა მოლეკულა კარგად ორგანიზებული უნდა იყოს, რომ იცოცხლოს.

კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გენეტიკური მასალის ცალკეული ელემენტები და ცილები ერთმანეთთან მიმართებაში „მტრულად“ არიან განწყობილნი. თუ ისინი უჯრედებში თავისუფალ მდგომარეობაში არიან, ერთად ნადგურდებიან. ბოლოსდაბოლოს მოლეკულები განსაზღვრულუ ურთიერთმიმართებაში უნდა მოვიდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელი რეაქციები ვერ მოხდება. ამას ეხმარება უჯრედის ნახევრადგამჭირვალე მემბრანა - საკვები მოლეკულებისათვის გამტარი, ხოლო სხვა მოლეკულებისათვის გაუმტარი უნიკალური კონსტრუქცია: მემბრანა ცილის მოლეკულებისა და ლიპიდებისაგან შედგება, რომელთაც მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ფუნქციონირება, როცა ერთად არიან შეკრებილნი... ნახევრადგამტარი უჯრედიანი მემბრანით!

 

ვირუსები

დიდი ხნის განმავლობაში სწავლულები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსები იმ ნაკლულევან რგოლს წარმოადგენს, რომელსაც შუალედური ადგილი უჭირავს ცოცხალსა და არაცოცხალ ბუნებას შორის. ისინი იმდენად მცირე ზომისანი და მარტივნი არიან, რომ ცოცხალ ორგანიზმებად ვერ ჩაითვლებიან: არ სუნთქავენ, არ აქვთ ავტონომიური თვითწარმოქმნის უნარი. ვირუსების უმრავლესობა გენეტიკური მასალის მხოლოდ ნაწილისაგან შედგება, რომელსაც ცილის საფარველი აკრავს.

ვირუსები შეიძლება არსებობდნენ ან ფუნქციონირებდნენ მხოლოდ ბაქტერიების, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ცოცხალ უჯრედებში მოხვედრისას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედამიწის „პირველყოფილ ბულიონში“ შემთხვევით რომელიღაც ვირუსი შეფრინდებოდა (რისი ალბათობაც 1/102000) არაფერი არ მოხდებოდა. ვირუსი შეიძლება მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში შემავალი განსაკუთრებული რთული ენიზმების საშუალებით გამრავლდეს. ეს ენიზმები, თავის მხრივ, მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი ფერმენტებისაგან შეიძლება წარმოიქმნას.

ზოგიერთი მსჯელობისას სწავლულები უარყოფდნენ ვურისების თავისთავად წარმოშობის იდეას. მათ ხომ მხოლოდ ჩვეულებრივი ცოცხალი უჯრედების არსებობის პირობებში შეუძლიათ წარმოშობა. ასე რომ, სამყაროში წარმოშობამდე ჩვეულებრივ (რთულ) უჯრედებს უკვე უნდა ეარსებათ. დღესდღეობით ითვლება, რომ ვირუსები წარმოადგენენ მდებარეობადაკარგულ პარაზიტულ, გენეტიკურ მასალას, ნაწილს (დეგენერაციული ტიპი).

იმ შემთხვევეაშიც კი, თუ ადამიანი როდესმე შეძლებდა ცოცხალი ორგანიზმის შექმნას, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მისი შექმნისათვის საჭირო იქნებოდა განსაკუთრებულად მაღალი ინტელექტის კონცენტრაცია და უზუსტესი ლაბორატორიული ტექნიკა. მაგრამ ამინომჟავების სინთეზთან დაკავშირებულ დღემდე განთქმული ცდების მიუხედავად, ვერავინ შეძლო ერთი ციცქნა „კენჭიც“ კი შეექმნა, რომ აღარაფერი ვთქვათ მთელი ტაძრის მშენებლობაზე, მითუმეტეს, ცოცხალი ტაძრის.

 

უცნაური ცხოველები

ევოლუციური მოძღვრების ერთ-ერთი რთული პრობლემა ერთობ არაჩვეულებრივი ორგანოების მქონე აურაცხელი სიმრავლის მცენარეებისა და ცხოველების არსებობაში მდგომარეობს. ევოლუციის თეორიას არ შეუძლია მათი წარმოშობის ახსნა. პირიქით, მათი არსებობა იმის აშკარა დადასტურებაა, რომ სიცოცხლე ნაყოფია უფლის შემოქმედებისა, ამ „ახირებულ“ არსებებს განსაკუთრებული სიხარულით რომ ქმნიდა, და არა შემთხვევითი მოვლენების დამთხვევის შედეგი. მრავალთაგან ერთ-ერთი ასეთ უცნაურ მაგალითად ხოჭო გამოდგება. ტკაცუნა ბომბარდირი (Brachumus crepitans), რომელიც მიწის ყოველ კუთხეშია გავრცელებული ნაკადულებისა და წყალსატევების მახლობლად. როცა ტკაცუნა-ბომბარდირ ხოჭოს მტერი ესხმის, ხოჭო მისკენ ანალური ხვრელის მახლობლად განლაგებულ პატარა ლულაკებს მიმართავს. შემდეგ ამას პატარა ზალპი მოსდევს. მდუღარე მომწამვლელი სითხე მტერს ესხმება, და მასში მტკივნეულ დამწვრობებს იწვევს. ჰაერთან შეხებისას გამოშვებული სითხე მოცისფრო ორთქლის ღრუბელს ქმნის. ეს „ორთქლის ფარდა“ ჩვენს ხოჭოს უკანდახევისა და მტაცებლის შეშინებაში ეხმარება (რაც წესისამებრ აიძულებს მტერს, უკან დაიხიოს).

ამ ხოჭოს აქვს ორი პატარა ჯირკვალი, რომლებიც სითხეს გამოიმუშავებენ. ეს სითხე სპეციალურ ტომრებში ინახება და საშიშროების შემთხვევაში ნამდვილი „წვის კამერაში“ გადმოედინება. ამას მაშინვე გასროლა მოჰყვება, რის წყალობითაც სითხე ანალური ხვრელიდან გამოიყოფა. ყოველივე ეს თხევადი საწვავის მქონე საკეტის მექანიზმს გვაგონებს. სითხე წარმოადგენს მომწამვლელ ნარევს: 10% ჰიდროხინონსა და 28% წყალბადის ზეჟანგს. ექსპერიმენტული ცდისას ასეთი ნარევი მყისიერად ფეთქდება. ხოჭო ამ ნარევს ტომარაში იმ ნივთიერებასთან ერთად ინახავს, რომელიც აფეთქებას უშლის ხელს. როცა ნარევი „წვის კამერაში“ ხვდება, შემაყოვნებელი ნივთიერება ნეიტრალიზდება და ხდება აფეთქება. შეეცადეთ მხოლოდ წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება მსგავსი სისტემა შემთხვევით მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოშობილიყო. ხოჭოს უნდა განევითარებინა არა მარტო შესაბამისი ორგანოების მთელი აპარატი: ჯირკვლები, შემაგროვებელი ტომრები, „წვის კამერები“ და მილები, არამედ ერთდროულად ოთხი ქიმიური ნივთიერების - ჰიდროქსოიონის, წყალბადის ზეჟანგის, შემკავებელი მანეიტრალიზებელი ნივთიერების ქონა უზრუნველეყო. ამ ნივთიერებების მიღებისათვის რთული ქიმიური ნივთიერებებია საჭირო. როგორ შეძლებდა ხოჭო სუფთა შემთხვევითობის წყალობით ოთხივე ნივთიერების ზუსტი რაოდენობრივი შეფარდებით მოპოვებას. ამის გარდა აუცილებელია მათი საჭირო ადგილას საჭირო დროს შერევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხოჭოს საკუთარი სიცოცხლით ზღვევა მოუწევს.

თუ მთელი ეს რთული მექანიზმი თანდათანობით ევოლუციის პროცესში გამომუშავდა, ამისათვის ხოჭოების მილიონობით თაობა იქნებოდა საჭირო. ამასთან განვითარების გარდამავალი სტადიები მათთვის შეიძლება კრიტიკული გამომდგარიყო. თქვენ მარტო წარმოიდგინეთ, რომ ხოჭომ ყველა ეს აუცილებელი ორგანო განივითარა (რაც თავისთავად უკვაე სასწაულია), მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოიმუშავა საჭირო სითხეები. და აი, მტრის მოახლოებისას ის მიმართავს მისკენ თავის ლილვებს, მაგრამ არაფერი არ ხდება, რადგან იარაღი ჯერ კიდევ არ არის მზად. „ამ“ და ხოჭო უკვე აღარ არის. და ასე გრძელდება მრავალი თაობის სიცოცხლის მანძილზე. შემდეგ რაღაც სასწაულით ხოჭოს უნვითარდება უნარი დაამზადოს 2 ქიმიური ნივთიერება და შეინახოს შემგროვებელ ტომარაში. „ბახ!“ მოხდა აფეთქება და აღარ არის ხოჭო. და კიდევ ესეც ხოჭოების მრავალი თაობების არსებობს მანძილზე გრძელდება მანამ, სანამ ხოჭოს შემკავებელი ნივთიერება არ გამოუმუშავდება! ბრწყინვალეა! უკვე აღარ ხდება აფეთქებები, ის მიმართავს თავის ლულებს მტრისკენ, მაგრამ... არაფერი არ ხდება. ხოჭოს ჯერ კიდევ არ დაუხვეწავს საჭირო დროს შემკავებლის ნეიტრალიზების მექანიზმი. ამგვარად კიდევ „ამ“ და აღარ არის ხოჭო. და კიდევ მრავალი თაობა გავა.

ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ეს აფეთქებული შეჭმული ხოჭო მაინც აგრძელებდა შთამომავლობის მოცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სახეობა გადაშენდებოდა, ამოწყდებოდა.

ბოლოს და ბოლოს ყველა აუცილებელი კომპონენტი ხოჭოს განკარგულებაშია: ორი ამოსავალი ნივთიერება, შემკავებელი და მანეიტრალებელი, რომელიც მაშინ მოქმედებს, როცა ხოჭოს უნდა. ევოლუციის პროცესი დასრულდა. მაგრამ აქ გველოდება ყველაზე უარესი. ხოჭოს უახლოვდება მომხიბვლელი მდედრი. ხოჭო მიმართავს მისკენ თავის ლილვებს და ესვრის... ოჯახის შექმნის ერთადერთი შესაძლებლობა მგონი დაკარგულია. როგორ შეეძლო ასეთი რამე ჩაედინა?

აღმოჩნდა, რომ მას ჯერ კიდევ არ გამოუმუშავდა ყველაზე რთული გამოცნობის მექანიზმი: როდის, რომელ მომენტში უნდა ისროლოს, რომ მტერს მოარტყას და არა თავის შესაძლებელ მეგობარს. ამ ინსტიქტის გარეშე, ასევე დარჩება მარტოდ მთელს სამყაროში.

მე მწამს, რომ ამ პატარა ხოჭოს არსებობა, ისევე როგორც ათასობით უცნაურად კონსტრუირებული სხვა ქმნილებისა, შეუძლებელია რამენაირი ევოლუციის პროცესით აიხსნას, არამედ ყოვლისშემძლე ღვთის ხელით არის დალაგებული.

გაგრძელება...



image
© საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ
2003