ბენ ხობრინკი
ქრისტიანული შეხედულება სამყაროს წარმოშობაზე
დედამიწის ახალგაზრდობის დამადასტურებელი ფაქტები
ჩვენ ვნახეთ, რომ ხელმძღვანელი ნაშთებისა და რადიაქტიური ელემენტების მეთოდები
არასაიმედოა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დასაბუთებულად ჩაითვალოს, რომ
დედამიწის ასაკი 5 მილიარდი წელია. არსებული მონაცემები ახალგაზრდა დედამიწის
თეორიაში უფრო უკეთესად ეწერებიან. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. არც ისე
დიდი ხნის წინ გამომზეურდა ბევრი ფაქტი, რომლებიც მისი სიძველეს და ე.ი.
ევოლუციასაც უარყოფენ. ურიცხვი ფაქტიდან ჩვენ აქ მხოლოდ 6-ს შევეხებით.
1. 1960 წელს გამოთვლილ იქნა, რომ დედამიწაზე ყოველწლიურად 5-15 მილიონი ტონა
კოსმიური მტვერი ჩამოდის. ხუთი მილიარდი წლის განმავლობაში (მიწის სავარაუდო ასაკი)
მიწა 20-60 მეტრის სისქის მტვრის საფარით დაიფარებოდა. ასეთი ფენა კი არსად არ
აღმოჩენილა. ამასთან, არ შეიძლება ითქვას, რომ კოსმიური მტვერი არ განირჩევა
მიწიერისგან, რადგან ნიკელს შეიცავს. მიწის მტვერთან შერევის შემთხვევაში კი ის
მაინც შესამჩნევი იქნებოდა, რადგან ზედა ფენებში ნიკელის შემცველობა ქვედა ფენებთან
შედარებით მეტი იქნებოდა. ამიტომ მიწის ქერქში შეზღუდული რაოდენობით ნიკელის
შემცველობა დამატებითი მოწმობაა იმის სასარგებლოდ, რომ დედამიწაზე არც ისე ბევრი
კოსმიური მტვერი ჩამობნეულა, შესაბამისად, მიწა არც ისე ძველია.
2. როგორც ევოლუციონისტები ვარაუდობენ, მიწა და მთვარე ერთი ასაკისანი არიან, ისე
რომ მთვარეზე მტვრის ფენა 2-ჯერ უფრო თხელი უნდა იყოს, ვიდრე დედამიწაზე (მთვარეზე
გრავიტაციული ეფექტის სიმცირის გამო).
როცა ამერიკული კოსმიური აპარატების მთვარეზე გაფრენა იგეგმებოდა, ეშინოდათ მტვრის
სისქის. ამიტომ აპარატის ფეხებზე ფართე ბრტყელი დაფები მიამაგრეს. მაგრამ
გამოირკვა, რომ მთვარის ზედაპირზე მტვრის ფენა 1 სმ-ს არ აღემატებოდა. შემდეგად
ახალი გაზომვები და გამოთვლები ჩატარდა, მაგრამ ამასთან მხედველობაში არ მიუღიათ
წარსულში მტვრის შედარებით ინტენსიური დალექვა.
ამასთან აღმოჩნდა, რომ მთვარე სითბოს გამოასხივებს, აქვს მაგნიტური ველი და
სეისმურად აქტიურია (მთვარის ძვრების არსებობა). ყოველივე ეს მხოლოდ იმ პირობითაა
შესაძლებელი, თუ მთვარეს თხევადი შუაგული აქვს. რადგან მთვარე უფრო პატარაა, ვიდრე
დედამიწა, ის უფრო ადრე უნდა გაყინულიყო. ამიტომ თხევადი შუაგულის ქონა მის
ახალგაზრდობაზე მიუთითებს.
3. ურანის ტყვიად გადაქცევისას გამოიყოფა ჰელიუმი. ქანებიდან ამოქრობის შემდეგ,
რომელშიც იგი წარმოიშობა ჰელიუმი ბოლოსდაბოლოს ატმოსფეროში ხვდება. მაგრამ
ატმოსფერო ძალიან მცირე რაოდენობის ჰელიუმს შეიცავს, რაც მხოლოდ რამდენიმე ათასი
წლის მანძილზე შეიძლება დარგოვილიყო. ურანის დაშლის პერიოდი რომ ხუთი მილიარდი წლის
განმავლობაში გაგრძელებულიყო ატმოსფეროში 100000-ჯერ მეტი ჰელიუმი უნდა ყოფილიყო,
ვიდრე ფაქტიურად არის. ეს იმის მიუხედავად, რომ ჰელიუმი უკვე უნდა ყოფილიყო
ატმოსფეროში მიწის შექმნამდე! ატმოსფერო არათუ არ ჰკარგავს ჰელიუმს, არამედ
პირიქით, ტენდენცია აქვს იგი კოსმოსიდან შეიწოვოს!
4. როგორც ცნობილია, მდინარეებს ზღვაში ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა
ჩააქვთ: თუთია, მარილები, ქვიშა და ა.შ. რაოდენობა წლითი წლობით ზღვაში მატულობს.
წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა მდინარის მიერ ზღვაში ჩატანილი მარილის მოცულობა
შეიძლება გაიზომოს. აქედან გამომდინარე შეიძლება გამოვთვალოთ რა დროის განმავლობაში
მოედინებიან მდინარეები, და შესაბამისად რამდენად ხნიერია დედამიწა. გამოთვლებისას
შემდეგი ორი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. ჯერ ერთი ზღვაში მისი
წარმოშობისას უკვე არსებობდა განსაზღვრული რაოდენობის მოცემული ნივთიერება; მეორეც
- თავიდან თითოეული ნივთიერების დაგროვება უნდა ინტენსიური იყო, ვიდრე ბოლოს, ამის
შემჩნევა ადვილია ყავადანის მაგალითზე: თავიდან უფრო სქელი ნაზავი მოჟონავს, ვიდრე
შემდეგ. ამ ფაქტის იგნორირების შემთხვევაშიც გამოდის, რომ მიწის ასაკი რამდენიმე
ათასიდან რამდენიმე მილიონამდე ფარგლებში მერყეობს. ეს პერიოდი ზედმეტად მცირეა
იმისათვის, რომ ევოლუცია შესაძლებლად ჩავთვალოთ. მაგალითად, მარილის რაოდენობა
ზღვაში, მაქსიმუმ 260 მლნ. წელზე მიუთითებს; ნიკელის რაოდენობა 9000 წელიწადს
შეესაბამება და ა.შ. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ორგანული შენაერთები და ამ
ნივთიერებათა მარილები ფსკერზე არ ილექებიან! და ბოლოს: მდინარეებს იმდენად ბევრი
ქვიშა და თიხა ჩააქვთ ზღვაში, რომ ეს რომ 4 მილიარდი წლის განმავლობაში
გაგრძელებულიყო, ყველა კონტინენტი 440-ჯერ უკვე აბსოლუტურად ჩამორეცხილი იქნებოდა.
არ შეიძლებოდა ამ პრობლემის გეოლოგიური ციკლის არსებობის ვარაუდით გადაწყვეტა, რაც
იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთ ადგილას კონტინენტები დაბლა ეშვებიან, ხოლო ზოგიერთ
ადგილას მაღლდებიან, რომ ამასთან ყოველ ჯერზე ახალი მთები წარმოიქმნებიან, რომლებიც
შემდგომ ჩამოიშლებიან და ჩამოირეცხებიან.
ბევრი ევოლუციონერი ამაში უკვე აღარ არის დარწმუნებული. „ევოლუციური ციკლი“ მართლა
რომ არსებობდეს, ამით შეიძლება თიხისა და ქვიშის მოცულობის 2-ჯერადი, 3-ჯერადი
გაზრდის ახსნა და არა ასი ან ოთხასჯერადი!
5. მაგნიტური ველის მიზიდულობის ძალა დროთა განმავლობაში მუდმივად კლებულობს. ბოლო
135 წლის განმავლობაში გვიჩვენებენ, რომ ეს მინელება ყოველ 1400 წელიწადში
ორმაგდება. ასეთ შემთხვევაში 10000 წლის წინათ დედამიწის მაგნიტური ველი იმდენად
ძლიერი იყო, რომ თავისთავად მაგნიტურ ვარსკვლავს წარმოადგენდა. ამათან დედამიწა
10000 წელზე ბევრად ასაკიანი არ უნდა იყოს, რადგან მასზე არ ხდება ატომური
რეაქციები, რომლებიც აუცილებელ ენერგიას წარმოქმნიან. ამას გარდა თუ მიწის
მაგნიტური ველი წარსულში უფრო მეტი იყო, ეს ტემპერატურის ისეთ აწევას გამოიწვევდა,
რომ დედამიწა უბრალოდ აფეთქდებოდა.
მიწის ქერქის სხვადასხვა ფენებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ მიწის
მაგნიტური ველი რამდენიმეჯერ შეიცვალა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდა
წარღვნისა და სხვა გრანდიოზული კატასტროფების დროს, რის შესახებაც ქვემოთ
ვისაუბრებ. ეს კატასტროფები და მაგნიტური ველის შფოთვა შეიძლება კოსმიური
პროცესებით ყოფილიყო განპირობებული. მაგალითად, რომელიმე ციურ სხეულთან „შეჯახებით“
მცირე მანძილზე დაახლოვებით.
6. მიწის ახალგაზრდობის სასარგებლოდ ბევრი საბუთი არსებობს. მაგალითად, მზის
სისტემაში მოკლევადიანი კომეტებისა და ვარსკვლავთა შორის მტვრის არსებობა. ყოველ
ჯერზე, როცა მოკლევადიანი კომეტები მზის მახლობლად გადიან ისინი თავის ბირთვის
ნივთიერებათა ნაწილს კარგავენ. ეს ნივთიერება უნიკალურ „კუდს“ წარმოქმნის, რომელიც
კარგად ჩანს ღამით, როცა კომეტა მზეს უახლოვდება. ამ რღვევის საფუძველზე
გამოითვალეს, რომ კომეტის ასაკი შეუძლებელია 6000 წელს აღემატებოდეს.
რამდენადაც სწავლულთა უმრავლესობას დედამიწის უძველესი ასაკისა სწამს, ათასნაირი
თეორია შეიმუშავეს კომეტების წარმოშობიდან მილიარდობით წლის გასვლის
დასასაბუთებლად. მაგალითად, ბევრი სწავლული თვლის, რომ მზის სისტემის გარეთ
არსებობს ჩვენთვის უხილავი „კომეტების ღრუბელი“, საიდანაც ისინი დროდადრო მზისკენ
მიემართებიან. კომეტების ასეთი „საწყობის“ არსებობის დასაბუთება ვერ მოხერხდა. ამ
თეორიის არსებობა საერთოდაც არაა აუცილებელი, და იმიტომ მოიგონეს, რომ როგორმე
მიწის უძველეს ასაკს „შეგუებოდნენ“.
მცირე სასიცოცხლო ასაკი აქვთ აგრეთვე მზის სისტემაში ცირკულირებულ ვარსკვლავთაშორის
მტვრის ნაწილაკებსაც, მზის პლანეტების, მთვარისა და დედამიწის გრავიტაციული ძალის
წყალობით მტვრის ნაწილაკები მუდმივად „გამოიგვებიან“. მზის სისტემა რომ უფრო ძველი
იყოს, ყველა ნაწილაკი თავისი შემოგარენიდან დიდი ხნის გამოგვილი იქნებოდა. ის
ამბავი, რომ მზის სისტემაში კიდევ არსებობს ვარსკვლავთაშორისი მტვრის საკმარისი
რაოდენობა, ზუსტად სამყაროს ახალგაზრდობაზე მიუთითებს. თავდაპირველად მზის
სისტემაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მტვერი იყო, ვიდრე დღეს არის. და შესაბამისად,
მისი დალექვა დედამიწასა და მთვარეზე წარსულში უფრო ინტენსიური იყო.
სხვათაშორის, აღსანიშნავია, რომ ორი პლანეტის ღერძული ბრუნვა (ვენერასა და ურანის)
საწინააღმდეგო მიმართულებით ხდება ყველა დანარჩენ პლანეტასთან და თვით მზესთან
შედარებით. თუ მზის სისტემა თავისთავად წარმოიშვა ერთი მბრუნავი ღრუბლისაგან, მაშინ
როგორ მოხდა, რომ ეს ორი პლანეტა საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს? წინამდებარე
თავებში უბრალოების მიზნით მსჯელობის საგნებს მხოლოდ ზედაპირულად შევეხეთ. მან ვინც
დაინტერესდება (ან მოინდომებს მოყვანილი ცნობების სამართლიანობაში დარწმუნდეს),
შეუძლია წაიკითხოს სპეციალური ლიტერატურა, სადაც მოცემული თემატიკა უფრო დაწვრილებითაა
განხილული.
კრეაციონიზმი როგორც მეცნიერება
ა. ბიბლია - საიმედო წყარო
რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა ღმერთზე წიგნის სასწავლო სახელმძღვანელოდ
გამოყენება. ბიბლიის ენა არაა მეცნიერების ენა;
ის ნებისმიერი უბრალო ადამიანისათვის მისაწვდომია. და მიუხედავად ამისა იგი ბევრ
ისეთ საინტერესო ფაქტს მოიცავს, რომ შეგვიძლია თუნდაც ბიოლოგიური და ფიზიკური
მოვლენების ცოდნაში ვერწმუნოთ. ყველაფერი, რაც ბიბლიაშია დაწერილი ჭეშმარიტებაა,
მაშინაც კი, თუ სწავლულები ამას არ ეთანხმებიან.
ინდუსებს სწამდათ, რომ მიწა გიგანტური სპილოს მხრებს ეყრდნობა. „განათლებული“
ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყაროს თავისი მხრებით ატარებს ტიტანი ატლანტი. შუა
საუკუნეების სწავლულები ამტკიცებდნენ, რომ მიწა ბრტყელია და ბოძებზე დგას. ბიბლია
კი აი უკვე 3000 წლის წინათ ამტკიცებდა, რომ მიწა მრგვალია და ცარიელ სივრცეშია
შეკიდული:
ესაია წინასწარმეტყველის (40, 20) სიტყვები მიუთითებენ, რომ „დედამიწას თავისუფალი
მდებარეობა აქვს ცარიელ სივრცეში“.
ბიბლიის სანდოობის სხვა მაგალითი - „ბიოლოგიური ლაფსუსი“ ლევიტელთა წიგნის (11, 6):
აქ კურდღელი მცოხნელების ოჯახის (ღეჭია) ცხოველად არის სახელდებული. ეს „ლაფსუსი“
საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემთვის უნივერსიტეტში დაეცინათ
ქრისტიანობის გამო. კურდღელი არ ღეჭავს, ის არ მიეკუთვნება აქლემების, ირმების,
ძროხების ოჯახსო. სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, რომ კურდღლები ხანდახან თავის
ექსკრემენტს ჭამენ და საკვებს ხელმეორედ გადაამუშავებენ. ე.ი. ნამდვილად ღეჭავენს
საღეჭელს!
არა, ბიბლია ფიზიკის სახელმძღვანელო არ არის, მაგრამ რასაც ის ამტკიცებს, სრული
ჭეშმარიტებაა.
ზემოთაღნიშნულის მსგავსი ათეულობით მაგალითი უფლებას გვაძლევს სამყაროს შექმნისა და
წარღვნის შესახებ შესაქმის წიგნის (1-8 თავი) მეცნიერული აზრითაც კი სრულიად
სერიოზულად ვილაპარაკოთ. „სენსაციები“ ხელმძღვანელი ნაშთების სამყაროში, ან
სხვადასხვა ჯიშის ცხოველების უცაბედი გაქრობა ახსნადი გახდება, თუ მსოფლიო წარღვნას
მივიღებთ მხედველობაში. მეცნიერული თვალსაზრისით შესაქმის თეორია სავსებით
საფუძვლიანია. პრობლემა ჩვენში, სუბიექტში მდგომარეობს, რადგანაც მსჯელობისას
საკუთარი გამოცდილებიდან გამოვდივართ. კოსმიურ და მსოფლიო პროცესებში მნიშვნელოვანი
ცვლილებების დანახვა რაკი არასოდეს არ გვიწევს, არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ
6-დან ათი ათას წლამდე წლის წინათ სხვა კანონები მოქმედებდნენ, და რომ იყო დრო,
როცა დედამიწა არ არსებობდა.
ქვემოთ მოვიყვანთ სამყაროს პირველი ორასწლეულის ისტორიას. ხაზს ვუსვამთ, ყოველი
ჩვენი მტკიცება (და ფაქტიურად მთელი წიგნი) მეცნიერულ არგუმენტაციას ეფუძნება, ასე
რომ, მსჯელობაში შესაძლებელი შეცდომის შემთხვევაში ბიბლიის ავტორიტეტს არ უნდა
აკნინებდეს.
უფრო თანმიმდევრულად ამის შესახებ ცნობილი მეცნიერის ინჟინერ-ჰიდრავლიკის გ.მ.მორის
კრეაციონისტული გამოკვლევების ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნში იხილეთ:
Morrus H.M. Scientife Creationesm. San Diego: Cretion - Life
Publ. 1974.
ბ. ბიბლიური გეოლოგია
1. წარღვნის წინ
„შესაქმის“ წიგნის მიხედვით (თავი 1) ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ყველაფერი უცბათ,
სრულყოფილი ფორმით იქნა შექმნილი, სამყარო, დედამიწა და ყველა ცოცხალი არსება.
ქმნილებას გაუმჯობესება უკვე აღარ შეეძლო. ნებისმიერ რეალურ ცვლილებას შეიძლება
მხოლოდ გაუარესება მოჰყოლოდა; ეს როგორც მე-2 თავში ვნახეთ მუტაციების მაგალითზე
ხდება ნათელი. ადამი შემოქმედების ისეთივე სრულყოფილი ნაყოფი იყო, როგორც მთელი
დედამიწა. ისე, რომ უკვე შექმნის პირველ კვირაში ყველაფერი უკვე სიმწიფეს მიღწეულ
სრულყოფილებად გამოიყურებოდა. ბორცვების მწკრივებს არ ჰქონდათ 5 მლნ. წლის
ეროზიების კვალი როგორც ევოლუციონისტები გვასწავლიან. ისინი ასეთები გახდნენ, უფრო
სწორად წახდნენ წარღვნის შედეგად, ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ სწორად წახდნენ
წარღვნის შედეგად, ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ მიწას წყველა დაატყდა (შესაქმე
3, 17) და მოქმედებაში შევიდა თერმოდინამიკის II კანონი (დაცემისა და
გაუარესების კანონი): „ჩაკეტილი სისტემის პირობებში ყველაფერი უმეტესი უწესრიგობის
მდგომარეობისაკენ ილტვის თუ გარედან ენერგიას არ დავახმარებთ“.
ჰაერი შეიცავდა დიდი რაოდენობით წყლის ორთქლს (შეს. 1, 6-7 და 2, 5-6), რაც
სიცოცხლისათვის იდეალურ პირობებს ქმნიდა. ჯერ ერთი ორთქლი თანაბრად თბილ
ტემპერატურაას უზრუნველყოფდა მთელს დედამიწაზე. ამ „სითბოს ეფექტის“ მოწმობებს
ყველა ასაკის ფენებში პოულობენ მთელს მსოფლიოში. ჩრდილოეთ პოლუსზეც კი სუბტროპიკული
კლიმატი მეფობდა. ევროპაში მაიმუნები, სპილოები და ჰიპოპოტამები და ა.შ. ცხოვრობდნენ.
სითბოსა და მაღალი ტენიანობის წყალობით მცენარეები იზრდებოდნენ, რასაც ის გარემოება
უწყობდა ხელს, რომ ჰაერი იდეალური რაოდენობის ოროქსიდიან ნახშირბადს შეიცავდა,
ალბათ ათჯერ რომ აღემატებოდა მის თანამედროვე მოცულეობას ე.ი. 0,3%.
მეორეც, ორთქლი დამანგრეველი კოსმიური სხივებისა და მავნე ულტრაიისფერი
სხივებისაგან სქელი დამცავი ფენის ფუნქციას
ასრულებდა. დედმიწის ძლიერი მაგნიტური ველი და ოზონის სქელი ფენა (25 კმ სიმაღლეზე) ყველა მავნე
სხივებისგან დამატებით დაცვას უზრუნველყოფდნენ: ამგვარი სამჯერადი დამცავი ფილტრის
წყალობით რადიაქტიური ნახშირბადი არა მგონია წარმოქმნილიყო, მავნე მუტაციები არ
წარმოიშობოდა, ხოლო დაბერების პროცესი ძალიან ნელა მიდიოდა.
შენიშვნა: მოკლეტალღიანი ულტრაიისფერი (1-210 - 600 ნმ) წყლის საფარველით კი არ
იფილტრებოდა, არამედ ოზონით, რომელიც სტრატოსფეროში წყლის ავტოლიზის შედეგად
წარმოიშობოდა.
ცოცხალი ორგანიზმები
დიდხანს ცოცხლობდნენ და უკეთ ვითარდებოდნენ, ვიდრე ჩვენს დროში. განსაკუთრებით დიდ
ზომებს აღწევდნენ ქვეწარმავლები, რადგანაც ისინი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე
იზრდებიან. დაიბადნენ გიგანტური ინდივიდები განსაკუთრებით ადამიანებსა და ცხოველებს
შორის. ზოგიერთ ადგილას იქ, სადაც ჭაობები და ტყეები იყო, ცხოველთა განსაკუთრებული
ჯგუფები ისევე ცხოვრობდნენ, როგორც დღეს. განსაკუთრებით საზარელი შესახედაობის
გიგანტური ქვეწარმავლები დადიოდნენ „ცარცის“ ჭაობებში დიდი რაოდენობით ცარცის
შემცველ ფლორასა და ფაუნაში. ტერიტორიულ მხარეებს ევოლუციონისტებმა შეცდომით
დაარქვეს ერა (ანუ დროითი პერიოდები).
|