მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

სიყვარულის საიდუმლო

საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე

აბერდენის უნივერსიტეტის, მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და კემბრიჯის უნივერისტეტის ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორის, მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს მსმენელებთან უშუალო საუბრის ჩანაწერს, სადაც გამომცემლების მიერ მაქსიმალურად შენარჩუნებულია მეუფის ცოცხალი სიტყვის ჟღერადობა. საუბარი შეეხება ქრისტიანული ქორწინებისა და ოჯახის საკითხს. მეუფე გადმოცემის საოცარი უშუალობით განმარტავს, თუ რა არის სიყვარული, როგორ იწყება იგი, რა თავისებურებები გააჩნია მას, ხაზს უსვამს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული. იგი ნათლად გადმოგვცემს შეუღლების საეკლესიო წესის სიღრმეს და მნიშვნელობას. წინამდებარე პუბლიკაციაში დაინტერესებული მკითხველი იპოვის ცოცხალ განმარტებებს სიყვარულისა და ქორწინების საიდუმლოს სიღრმეში ჩასაწვდომად.

საუბარი 1 საუბარი 4 საუბარი 7
საუბარი 2 საუბარი 5 საუბარი 8
საუბარი 3 საუბარი 6 საუბარი 9

დამატება: პასუხები შეკითხვებზე

რუსულიდან თარგმნა თამარ გოგილაშვილმა