მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი
რაც უფრო მაღლა ვაყენებთ მიზანს, მით უფრო გვმართებს სიფრთხილე: ამ შემთხვევაში უგუნურება ეხება თვით სულს და საფრთხე ემფქრება არა რომელიმე საუნჯის დაკარგვას, არამედ თავის დაღუპვას და საკუთარი სულისათვის ზიანის მიყენებას ... ამიტომ, უპირველესად უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვიძიოთ ამ გზაზე სვლისათვის კარგი წინამძღვარი, რათა გამოუცდელობის გამო არ გავყვეთ ახალ, გაუკვალავ და ჭეშმარიტებისგან აცდენილ გზას.
ღირსი ისიდორე პელუსიოტი
ადრე იუდეველები უხვად სწირავდნენ რა მსხვერპლს, ამავე დროს მასწავლებელებს და კანონის დამცველებს ქვებით ქოლავდნენ. თუ თქვენც ასე მოიქცევით, ღვთის ტაძარს დაამშვენებთ შესაწირავით, ხოლო მოძღვრებს კი ჩააგდებთ განსაცდელში. ასე გამოდის ძღვენის შეწირვა ღვთის სიყვარულით კი არ მოხდა, არამედ პატივმოყვარეობით, რომელიც საზღაურს აქვე იღებს.
თუ გსურს იყო კეთილგონიერი, ნუ იქნები თავნება და თავდაჯერებული, არამედ დაუმორჩილე შენი ნება მათ, ვინც თავისი ცხოვრებით და შრომით მოაწესრიგეს ღვთაებრივი ვენახი და ვისგანაც ადვილად შეისწავლი მის კეთებას. რამეთუ სასაცილოა და სირცხვილია უბრალო ხელობის ათვისებისას გამუდმებით გადახვიდე ერთი მასწავლებლიდან მეორესთან, ხოლო ღვთაებრივი სიბრძნე, როგორც შენთვის რაღაც უმნიშვნელო, შენ თავს მიანდო.
ღირსი იოანე კარიანე რომაელი
განა უგუნერება არ არის იმაზე ფიქრი, რომ სხვა მეცნიერებასთან შედარებით ურთულესი - სულიერი მეცნიერება, არ საჭიროებს მასწავლებლებს; უხილავი იდუმალი მეცნიერება, რომლის ჭვრეტა შესაძლებელია მხოლოდ წმინდა გულით, და რომლის არ ცოდნა იწვევს არა დროებით ზარალს, არამედ სულის დაღუპვას და მარადიულ სიკვდილს?
უფალი აყენებს სრულყოფის გზაზე მხოლოდ, მათ, ვისაც წინ უძღვის სულიერრ მამა; ისევე - როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს: ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან! (მეორე რჯული 32,7).
წმინდა წერილში და განსაკუთრებით წმიდა სამოელის ისტორიაში ნათლად ჩანს თუ რამდენად სათნოა ეს წესი ღვთისათვის. ჩვილი ასაკიდან დედამ სამოელი ღმერთს მიანდო და იმის შემდეგ, რაც სამოელი ღირსი გახდა ღმერთთან საუბრის, ის არ ენდო თავის გულისთქმას და მიმართა ხუცეს ილიას, რომელმაც დაარიგა და ასწავლა თუ რა პასუხი გაეცა ღვთისათვის; მაშასადამე, ღმერთმა ისურვა იმასაც კი, ვინც ღირსი გახადა თავისთან საუბრისა, ხუცესის სწავლებითა და რჩევებით ევლო, რათა მორჩილება ესწავლებინა.
ბევრი ცდით დამტკიცებულია: ბერი (განსაკუთრებით ახალგაზრდებიდან), რომელმაც ვერ შეისწავლა თავის ნების მოკვდინება მორჩილებით, ვერ თოკავს თავის ვნებებს.
ხელობით და განსჯით დაკავებული კელიაში მყოფი ჭეშმარიტი ბერი, სალოცავად ან სხვა საქმეზე მოშოდებისთანავე უმალვე გადის კელიიდან, თუნდაც წერით იყოს დაკავებული, თავს ანებებს წერას და ვერ ბედავს დაწყებული ასოს დასრულებასაც, რადგან ის იღწვის არა საქმის სრულყოფისაკენ და თავის სასარგებლოდ, არამედ თავისი მორჩილების დასამტკიცებლად.
ვინც თავის ცხოვრებას წარმართავს არა საკუთარი მსჯელობით, არამედ წარმატებულის დარიგებით, ის შეუძლებელია დაეცეს ეშმაკისეულ ხიბლით. მოძღვრებისთვის ჩვენი გულისთქმების მინდობა განსასჯელად ცვლის ჩვენს განსჯის უნარს და ასწავლის მას. მტერს არ უყვარს ნათელი; ამიტომ ბოროტი გულისთქმების აღიარება მყისვე განაგდებს და ანადგურებს მას. როგორც ბნელი ხვრელიდან ნათელში გამოსული გველი ცდილობს გაიქცეს და მიიმალოს, ასევე გამოვლენილი და აღსარებისას გულწრფელად გახსნილი ბოროტი გულისთქმა გაურბის ადამიანს.
ხსნის ერთადერთი გზაა გონიერ მოძღვრებთან გულისთქმების აღიარება და მათი წინამძღვრობით მადლის მოხვეჭა. ნუ გაყვებით თქვენს გულისთქმებს და ფიქრებს და ზოგიერთი მოძღვრის გამოუცდელობამ, უბრალოებაშ არ უნდა დაგაბრკოლოთ აღიაროთ თქვენი გულისთქმები დიდი გამოცდილების მქონე მამებთან, რადგან მათაც არა თვითნებურად, არამედ ღვთისა და წმიდა წერილის შთაგონებით უანდერძეს უმცროსებს, ჰკითხონ უფროსებს.
ღირსი ისააკ ასური
უმჯობესია შენი გულისთქმა გაანდო გამოცდილ ადამიანს და არა მეცნიერ ფილოსოფოსს, რომელიც მსჯელობს იმ გამოკვლევების მიხედვით, რაც საქმეში არ გამოუცდია... რადგან ხშირია, როცა გარეგნულად საგანი უვარგისია, მაგრამ შიგნით აღმოჩნდება სასარგებლო... ასევე პირიქით, იშვიათი როდია, როცა საგანი გარეგნულად სასარგებლო გეჩვენება, მაგრამ აღმოჩნდება უსარგებლო. ამიტომაც, მოჩვენებით სასარგებლო საგნებიდან მრავალნი ღებულობენ ზიანს და ამის გამო მცოდნეობის მტკიცება არ არის ჭეშმარიტი. ამიტომ ისარგებლე ისეთი მრჩეველით, რომელსაც შეუძლია მოთმინებით იმსჯელოს იმის შესახებ, რაც მოითხოვს განსჯას. ამიტომაც ყველა მრჩეველი როდია ნდობის ღირსი, არამედ მხოლოდ ის, ვინც თვითონ თავისუფალია და აღარ ეშინია განკითხვის და გაკილვის.
ღირსი ბარსანუფი დიდი და ღირსი იოანე
თუ ადამიანი რჩევას არ სთხოვს მოძღვარს იმ საქმეზე, რომელიც მას სათნო ეჩვენება, მისი შედეგი იქნება უკეთური და ასეთი ადამიანი არღვევს მცნებას, რომელიც გვეუბნება: რჩევით იშრომე შვილო (ზირ. 32,21). და ასევე: ჰკითხე მამაშენს გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან! (მეორე რჯული 32,7) და ვერსად იპოვით ადგილს, სადაც წმიდა წერილი ვინმეს ურჩევდეს თვითნებურად იმოქმედოს; დარიგების არ მოთხოვნა ამპარტავნების მაჩვენებელია და ასეთი ადამიანი აღმოჩნდება ღვთის მტერი, რადგან ღმერთი „გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს“ (იგავნი 3,34). მაშ ვინ არის მორჩილი? თუ არა ის, ვინც თავს ხრის ბერის წირნაშე და იღებს მის რჩევას ღვთისმოშიშებით.
ვინც რჩევის გარეშე ცხოვრობს, ის საკუთარი თავის მტერია.
თავმდაბლობით შეკითხვა უფრო სასარგებლოა, ვიდრე თავნებობით მოქმედება, რადგან თვით უფალი, შემკითხველის თავმდაბლობისა და გულმართლობის გამო, უკარნახებს მას სათქმელს.
შეკითხვა: გულისთქმა შთამაგონებს, არ შევეკითხო მოძღვარს, იმის გასაგებად, თუ რა არის სასარგებლო, რათა უძლურების გამო თუ ვერ აღვასრულებ, არ შევცოდო.
პასუხი: ასეთი გულისთქმა მეტად მავნეა, ნუ მოუსმენ მას, რადგან ვინც (სასარგებლოს) შეიცნობს და შეცოდავს, ის ყოველნაირად თავის თავს განიკითხავს; ხოლო ვინაა შეცოდავს სასარგებლოს შეუცნობლად, ის არასდროს განიკითსავს თავს და მისი ვნებები უკურნებელი დარჩება, ამიტომაც შთააგონებს მას ეშმაკი (ასეთ გულისთქმას), რომ მისი ვნებები განუკურნებელი დარჩეს.
თუ შენ ერთ შემთხვევაში მოიკვეთ შენს ნებას, ხოლო მეორე შემთხვევაში არა, მაშინ ცხადია, რომ მაშინაც, როცა მოიკვეთე ის, შენ გქონდა მეორე შენივე ნება. რადგან მორჩილი, ყველაფერში მორჩილია: ის არ ზრუნავს თავის გადარჩენისათვის, რადგან მასზე სხვაა პასუხისმგებელი - ის, ვისაც დაემორჩილა და ენდო.
ნუ დაფარავ გულისთქმას, რადგან ის, ვინც მალავს გულისთქმას, ახარებს ბოროტ სულს, რომელიც ცდილობს მისი სულის დაღუპვას.
ვინც თავის გულისთქმებს მალავს, ის ვერ განიკურნება, ხოლო ვანც ამ გულისთქმებს მოძღვარს გაუმხელს, ის გამოსწორდება.
ვინც მოძღვარს შეკითხვით მიმართავს და არ აღასრულებს მის რჩევას, ღვთის ნებას არ ემორჩილება.
რაც არ უნდა გრთხრას ღვთივგანბრძნობილმა ბერმა, მორჩილებით მიმართე მას: ილოცე ჩემთვის მამაო, ღმერთმა გონება და სიფხიზლე მომმადლოს, რათა შენ არ შერაცხგყო.
კითხვა: ვის უნდა გავანდოთ გულისთქმები? საჭიროა კი იგივე გულისთქმები სხვების წინაშე ვაღიაროთ?
პასუხი: მას, ვისიც გწამს და იცი, რომ ის იტვირთავს შენს გულისთქმებს და ენდობი მას, როგორც თვით უფალს, ხოლო სხვას დაუსვა იგივე შეკითხვა ურწმუნოებაა და გამომცდელობა. თუ გწამს იმისა, რომ ღმერთი მოგმართავდა თავისი რჩეულის მეოხებით, მაშინ რა საჭიროა მაძიებლობა ან რა აუცილებლობაა ღმერთის გამოცდა სხვისთვის იგივე კითხვის დასმით?.
შეკითხვა: მაგრამ თუ მოძღვრისგან მიღებული პასუხის მიუხედავად გულისთქმა მაინც აშფოთებს ვინმეს?
პასუხი: მიღებული რჩევის შემდეგ უქმად ყოფნა ნიშნავს ურჩობას, ამიტომაც მან ვინც რჩევა მიიღო, უნდა გამოასწოროს ეს ცოდვა და ზუსტად აღასრულოს მოსმენილი; რადგან თუ ღმერთი ლაპარაკობს თავისი მოძღვრების პირით, მაშინ ეს ჭეშმარიტებაა.
შეკითხვა: ხელმეორედ უნდა მივმართოთ იგივე მღვდელს იმავეს შესახებ თუ არა? ... მე მითხრეს გარკვეული საქმე არ გამეკეთებინა, მაგრამ მეორედ შეკითხვისას მივიღე სხვა პასუხი, რას ნიშნავს ეს?
პასუხი: ძმაო! ღმერთი შემკითხველის გულის მიხედვით, აძლევს სიტყვას მასთან მოლაპარაკეს ან ასევე მის გამოსაცდელად, ან კიდევ იმიტომ რომ მისი გული შეიცვალა და ის ღირსი ხდება მოისმინოს სხვა რამე; ან ამ საქმეში მონაწილენი შეიცვალნენ და ღმერთი სხვა სიტყვებით აუწყებს მას... ამიტომ არასოდეს შეეკითხო სხვა მღვდელს, არამედ ყოველთვის ერთსა და იმავეს. შესაძლოა ღმერთმა გარკვეული მიზეზით შეცვალა პასუხი და გაუწყებს იმავე მამის მეოხებით, რომ არ მოხდეს ცდუნება.
თუ შეეკითხები მოძღვარს და დემონები დროებით გაცდუნებენ მისი პასუხით, კვლავ მიმართე მას შეკითხვებით. სულიერი მამები მძიმეს და მავნეს არაფერს გირჩევენ, რადგან არიან იმის მოწაფენი, ვინც თქვა: „რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათე 11,30). შედეგად მივიღებთ სასარგებლო ნაყოფს და მაშინ მეფსალმუნესთან ერთად შევღაღადებთ: „მოაქციე გლოვაი ჩემი, სიხარულად ჩემდა“ (ფს. 29,11).
შეკითხვა: თუ ვინმე ცხოვრობს ღვთივგაბრძნობილ ბერთან და მას არ ძალუძს (დამაკმაყოფილებლად) გასცეს პასუხი მის შეკითხვას, ხოლო ძმას თრგუნავს გულისთქმები, უმჯობესი ხომ არ იქნება იგი შეეკითხოს სხვა მოძღვარს, ბერის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშეც, რომ არ მიიღოს ზიანი გულისთქმებიდან?
პასუხი: თუ მან იცის, რომ აბბა ჭეშმარიტად ზრუნავს მის სულზე, მაშინ გაბედულად უნდა უთხრას მას: „გუსლითქმები მაშფოთებს - რას მირჩევ, როგორ მოვიქცეწ და ბერი იმოქმედებს ისევე, როგორც მოიქცევა ადამიანი, რომელსაც სნეული შვილი მზრუნველობით მიჰყავს ექიმთან, და არა მხოლოდ მიჰყავს, არამედ იხდის მკურნალობის საფასურს, ასევე ბერი სიხარულით მიიყვანს თავის მოწაფეს ადამიანთან, რომელსაც გააჩნია (სულიერი განსჯის) ნიჭი, ან გააგზავნის მასთან. მაგრამ თუ ძმამ იცის, რომ ბერი ვერ იტვირთავს ამას, მაშინ მან მას არაფერი არ უნდა უთხრას და როცა იპოვის ხელსაყრელ დროს და ღმერთი მისცემს შესაძლებლობას, შეეკითხოს თავისი გულისთქმების შესახებ სხვა ბერს, თან სთოვოს არაფერი გაიგოს მისმა აბბამ, სხვაგვარად იგი აღძრავს მასში შურის შეგრძნებას და ის, რომ ძმამ მიმართა სხვა მამას მისი ნების გარეშე, დიდ მწუხარებას მოგვრის მას. ამავდროულად ძმა არ უნდა ცდებოდეს, რომ მის მოძღვარს არ გააჩნია ასეთი ნიჭი, რადგან ის ყველას არ მიეცემა და თუ ყურადღებით განსჯის, აუცილებლად იპოვის თავის აბბაში სხვა ნიჭს, რადგან სული წმიდის ნიჭი სხვადასხვანაირია (1 კორ. 12,4) და სხვადასხვაგვარად ნაწილდება ადამიანებში: ერთნი (იღებენ) მას და მეორენი სხვას. ნუ შეგაშფოთებს შენი მოძღვრის ქმედება, არამედ უთხარი შენ თავს: „ღმერთმა იცის, რაც სასარგებლოა“ და დამშვიდდები.
მე ვბედავ... გითხრა შენ (სულიერ შვილს), ჩემს თავზე ვიღებ შენი ტვირთის ნახევარს და ღმერთი ასევე შემეწევა... ხოლო თუ გსურს შენი მთელი ტვირთი ავიღო, მორჩილებისთვის ვღებულობ ამასაც...
(აბბა პავლემ) განუცხადა ბერს შემდეგი: ...თუ შენთვის ცნობილია, რომ მე ამაოდ ვშფოთავ, მომეცი სიტყვა, რომ ჩემი ბატონი ჩემს მაგივრად ღმერთს პასუხს გასცემს, ხოლო ამისგან მე არ ვივნები.
პასუხი: ... ჩემს მიერ ნათქვამი: „შენთვის ვდებ ჩემს სულს“, სწორედ იმას ნიშნავს, რომ მე მოპასუხე ვარ შენი სიყვარულისა... თუ... დაიცავ ჩემს მცნებას, უკეთესია ვთქვა, ღვთის მცნებას, ვამოწმებ, რომ იმ დღეს, როცა ღმერთი განსჯის ადამიანთა საიდუმლოებებს, მე პასუხს ვაგებ შენთვის.
მაშ დაიმკვიდროს ჩემმა სიტყვებმა შენს გულში და, იფიქრე ყოველთვის იმის შესახებ, რომ გწერ იმას , როგორც ეს თქვა მოსემ: შეიბი ნიშნად ხელზე, და გულში გქონდეს ეს სიტყვები, შეიმეცნე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. (მეორე სჯული 6,8,7). აღასრულე ეს (ჩემი სიტყვები) საქმით და ღმერთი ჩემი იქნება შენთან უკუნისამდე.
ერთმა მდუმარებაში მყოფმა მამამ სთხოვა ბერს ელოცა მისთვის.
პასუხი: როცა ადამიანი მეფესთან შუამავალს აგზავნის რაიმე თხოვნით, ყოველთვის ლოცულობს არა იმრსთვის, რომ შუამავალი მიიღონ, არამედ იმისთვის, რომ მან მეფისგან უარი არ მიიღოს. ასევე თქვენც ილოცეთ, რომ ისმინონ ჩემი.
ღირრი აბბა დოროთე
არაფერს მოაქვს ისეთი სარგებელი ადამიანებისათვის, როგორც თავისი ნების მოკვეთას და, ჭეშმარიტად, ამის შედეგად ადამიანი გაცილებით მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე რომელიმე სხვა სათნოებით.
თუ ვნებებით აღსავსე ვართ, არ უნდა ვერწმუნოთ ჩვენს გულს, რადგან მრუდე წესი სწორსაც ამრუდებს.
ზოგიერთნი ამბობენ: ადამიანი ეცემა ამიტომ ან იმიტომ, ხოლო მე... სხვა დაცემა არ ვიცი, გარდა იმისა, როცა ადამიანი თავის თავს მიყვება. იხილე დაცემული? - იცოდე, რომ მან თავისი ნებით იმოქმედა, არაფერია ამაზე უფრო სახიფათო და დამღუპველი.
თუნდაც კეთილ საქმეს ვაკეთებდეთ, მაგრამ თვითნებურად და ამავდროულად თავსაც ვიმართლებთ, მაშინ ჩვენს თვითონვე მახეს ვიგებთ და ვერც ვგრძნობთ, როგორ ვიღუპებით, ანდა როგორ უნდა ჩავწვდეთ ღვთის ნებას ან როგორ უნდა გამოვიძიოთ ის, თუ კი გვწამს ჩვენი თავის და ვეჭიდებით ჩვენს ნებას. აბბა პიმენი ამის შესახებ ამბობდა, რომ ჩვენი ნება არის სპილენძის კედელი, აღმართული ჩვენსა და ღმერთს შორის... და დასძენს: ესაა თითქოსდა ქვა, რომელიც წინაღუდგება ღვთის ნებას და მის საპირისპიროდ მოქმედებს.
ღვთის მართალ გზას ადამიანი მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა ტოვებს თავის ნებას.. ხოლო როცა ემორჩილება თავის ნებას, უკვე ვეღარ ხედავს, თუ როგორი მართალია ღვთის გზა. ხოლო თუ მოისმენს დარიგებას, ის მყისვე გმობს, ამცირებს, უარყოფს ყველაფერს და მოქმედებს საპირისპიროდ.
(ნამდვილად) როცა თავისმართლება უერთდება ნებას, ეს უდავო სიკვდილია, დიდი ხიფათი და შიში; რადგან ვინ დაარწმუნებს ასეთს, რომ სხვა ადამიანმა მასზე უკეთ იცის რა არის მისთვის სასარგებლო? მაშინ ის უკვე მთლიანად მიეცემა თავის ნებას, თავის გულისთქმას და ბოლოს მტერი, როგორც უნდა ისე ახერხებს მის დაცემას.
ვისაც თავისი ნების და გონების იმედი აქვს, მისთვის შეუძლებელია დაემორჩილოს და მიბაძოს მოყვასის კეთილ საქმეს.
ვისაც ღვთის გზაზე მოძღვარი არა ჰყავს, ის ყველაზე უბედურია და ახლოსაა დაღუპვასთან. მაშ რას ნიშნავს გამონათქვამი: ვინც არ იმართება, ცვივა როგორც ფოთოლი? ფოთოლი თავიდან ყოველთვის მწვანეა, აყვავებული და ლამაზი, შემდგომ თანდათანობით ხმება, ცვივა და ბოლოს ფეხებით ითელება. ასევე უმართავი ადამიანი თავიდან გულმოდგინეთ მარხულობს, ფხიზლობს, მდუმარებაშია და სხვა სათნოებებსაც ასრულებს; შემდგომ ეს გულმოდგინება ნელ-ნელა კლებულობს და რადგან არავინ ჰყავს ვინც დაარიგებს, გაამხნევებს და აღაგზნებს მასში ამ გულმოდგინებას, ის უგრძნობლი ხდება, ეცემა და მტრის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც თავის ჭკუაზე ატარებს.
ვისაც ჭეშმარიტად სურს ღვთის ნების მთელი გულით აღსრულება, ღმერთი მას არასოდეს მიატოვებს და ყოველნაირად წარმართავს თავის ნების თანახმად. ჭეშმარიტად, ვინც თავის გულს ღვთის ნებით მიმართავს, ღმერთი პატარა ბავშვსაც გაანათლებს თავის ნება აუწყოს მას. ხოლო ვისაც გულწრფელად არ სურს ღვთის ნების აღსრულება, თუნდაც წინასწარმეტყველთან მივიდეს, ღმერთი მას ათქმევინებს თავნება, ბილწი გულის შესაბამის პასუხს, როგორც წერილშია ნათქვამი: „თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცდუნებაში და ალაპარაკდა, მე უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცდუნებელი“ (ეზ. 14,9). ამიტომ, ჩვენ მთელი ძალისსმევით უნდა მივმართოთ საკუთარი ნება ღვთის ნებისაკენ და არ ვენდოთ ჩვენს გულს.
საკუთრი ნების მოკვეთა ეს სისხლისღვრაა და ამის მისაღწევად ადამიანმა სიკვდილამდე უნდა იშრომოს.
ვიდრე სასარგებლოს მაძიებელი დაიწყებს მოქმედებას (მიღებული რჩევის მიხედვით), ვიდრე მტერი გაიაზრებს, შეასრულებს თუ არა ის მოსმენილს, მტერს უკვე სძულს ისიც, რომ ვინმეს შეეკითხოს ან მოისმინოს სასარგებლო; მისთვის აუტანელი და მიუღებელია ასეთი სიტყვების ხმაც და ბგერაც. მერედა რატომ? მან იცის, როგორც კი სასარგებლოზე დაიწყება ლაპარაკი, მისი ბოროტმოქმედება მყისვე გაირკვევა, ეს კი მტერს უდიდეს შიშს გვრის, რადგან ვეღარ შეძლებს მზაკვრობას და თუკი სული მტკიცდება იმით, რომ ადამიანი თავის თავის შესახებ ყველაფერს ეკითხება და ისმენს გამოცდილისგან: ეს გააკეთე, ეს კი არა; ეს კარგია და ეს ცუდია; ეს თავისმართლებაა, ეს თვითნებობაა; და ასევე ესმის: ახლა ამის დრო არაა; სხვა დროს კი ესმის: ახლა დროა - მაშინ ეშმაკი ვერ პოულობს რით ავნოს ან როგორ დაამარცხოს ადამიანი რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ის ყოველთვის იღებს რჩევა-დარიგებებს და ყოველმხრივ იცავს თავს - და ამრიგად მასზე სრულდება (სიტყვა): ხსნა - რჩევის მიღებაშია.
ხედავ, რატომ ვერ იტანს მტერი მტკიცების ხმას? იმიტომ, რომ ყოველთვის სურს ჩვენი დაღუპვა. ხედავ, რატომ უყვარს მას საკუთარ თავზე მინდობილნი? იმიტომ რომ ისინი ეხმარებიან ეშმაკს და თვითრნვე იცდუნებენ თავს.
უბრძნესი ამბობს: ხსნა რჩვების მიღებაშია და არ ამბობს: რჩევისთვის მიმართეთ ყველას, არამედ მხოლოდ იმას, ვისაც ენდობთთ - და არა ისე, რომ ერთი გავუმხილთთ და მეორე დავუმალოთ, არამედ ყველაფერი ვაღიაროთ და ყველაფერზე რჩევა ვითხოვოთ; ასეთს კი ნამდვილად ექნება ხსნა რჩევის მიღებაში.
მონასტერში ცხოვრებისას ჩემს ყველა გულისთქმას ვუმხელდი ბერ აბბა იოანეს და ვერასდროს მისი რჩევის გარეშე ვერ ვბედავდი მიაქმედებას. ხოლო ზოგჯერ გულისთქმა მეუბნებოდა: განა იგივეს არ გეტყვის ბერი, რატომ აწუხებ მას? მე კი ვპასუხობდი: ანათემა შენ, და შენს განსჯას და შენს გონებას და ბრძნობას და შენს მცოდნეობას, რადგან რაც იცი - დემონებისგანაა. და შეკითხვით მივმართავდი ბერს, ხოლო ზოგჯერ ის იგივეს მპასუხობდა, რაც გონებაში მქონდა და მაშინ გულისთქმა მეტყოდა: ხედავ, ესაა, რასაც მე გეუბნებოდი - განა ამაოდ არ შეაწუხე ბერი? და მე ვპასუხობდი გულისთქმას: ახლა კი ეს კარგია, ახლა ეს სულიწმიდისგანაა. შენი შთაგონება კი ცბიერია, დემონებისა და (სულის) ვნებითი განწყობისგანაა. ასე, რომ არასდროს დამიშვია გულისთქმის მონობა ბერის დაუკითხავად და ძმანო, მერწმუნეთ, მეუფლებოდა სიმშვიდე, რადგან მსმენია „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩვენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა (საქ. 14,22). და რადგან არავითარ მწუხარებას არ ვგრძნობდი, ვშიშობდი რა იყო ასეთი სიმშვიდის მიზეზი, ვიდრე ბერმა არ ამიხსნა და არ მითხრა: -ნუ წუხარ, რადგან წმიდა მამების მორჩილებაში მყოფნი მშვიდნი არიან.
თუ რამე საქმეა, ჩემთვის უფრო საამოა, თუნდაც დავზარალდე, ახლობლის რჩევით მოქმედება, ვიდრე საკუთარი ნებით, საქმის უკეთ აღსრულება.
თუ მოძღვარი ხარ, იზრუნე შენს მრევლზე შემუსვრილი გულით და შემწყნარებლობით, საქმით და სიტყვით შეასწავლე მათ სათნოებანი და უმეტესად საქმით, რადგან მაგალითი სიტყვაზე უპირატესია. თუ ძალგიძს მაგალითი იყავი შრომაშიც; თუ უძლური ხარ, მაშინ დაეხმარე მათ სულიერ განვითარებაში და მოციქულების მიერ ჩამოთვლილი სულიერი ნაყოფის: სიყვარულის, სიხარულის, სიმშვიდის, მოთმინების, სიკეთის, მოწყალების, რწმენის და თავშეკავების მიმადლებაში (გალ. 5,22-23). მათ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო ნუ შეშფოთდები, არამედ მოურიდებლად დაანახე ცოდვით გამოწვეული ზიანი. თუ აუცილებელია საყვედურის თქმა, მაშინ ყურადღება მიაქციე მათ სახეს და ხელსაყრელი დრო შეარჩიე, მკაცრად ნუ მოექცევი მცირედისთვის, განა თვითონ შენ სრულიად მართალი სარ? და ხშირად ნუ ამხელ მათ, რადგან ეს მძიმეა და ხშირი მხილების ჩვევას მიყავრხარ უგრძნობელობასა და დაუდევრობისკენ. ნუ უბრძანებ, არამედ დაარიგე მორჩილებით, რომ შენმა სიტყვამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, დაარწმუნოს და დაამშვიდოს მოყვასი.
თუ ძმა წინ აღგიდგა და შენ შეშფოთდი, შეიკავე თავი, რომ არ განრისხდე, ნუ დააყენებ შენს თავს მასზე მაღლა; გახსოვდეს, რომ ის შენი ქრისტესმიერი ძმაა და ღვთის ხატება, რომელსაც ჩვენი საერთო მტერი აცდუნებს. შეიწყნარე ის, რათა ეშმაკმა, რომელმაც უკვე შთააგონა გაღიზიანება, არ აცდუნოს მეტად და ჩვენი უყურდღებობით არ დაიღუპოს გულღრძოობით სული, რომლისთვის ქრისტე ჯვარს ეცვა. გახსოვდეს, რომ შენც მარცხდები მრისხანების ვნებით, და რადგან საკუთარი უძლურებით სჯი, გამოიჩინე გულისხმიერება ძმის მიმართ, მადლობდე, რომ მოგეცა საშუალება შეუნდო სხვას, რათა ღმერთმა უფრო დიდი და მრავალი ცოდვა მოგიტევოს; რადგაწ წერილში ნათქვამია: „მიუტევეთ და მოგეტევნენ“ (ლუკა 6,37). ხომ არ ფიქრობ, რომ შენი მოთმინება ავნებს შენს ძმას? მაგრამ განა მოციქულებმა არ გვიანდერძეს კეთილით ვძლიოთ ბოროტს და არა კეთილს ბოროტით (რომ. 12,21). მამები გვასწავლიან: შენ ემორჩილები საკუთარ ვნებას, როცა სხვას საყვედურობ და ამ დროს რისხვა გიტაცებს, რადგან არც რომელი გონიერი ადამიანი საკუთარ სახლს არ დაანგრევს მოყვასის სახლის ასაშენებმად. თუ შეშფოთება გაგრძელდა, ძალა დაატანე შენს გულს და ილოცე ასე: „გულმოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთო! შენი გამოუთქმელი სიკეთით არაფრისგან ჩვენო შემქმნელო, რათა დავტკბეთ შენი სათნოებებით. რომელმაც შენი მცნებებისგან განდგომილებს ჩვენი მხსნელის და შენი მხოლოდშობილი ძის სისხლით მოგვიწოდე, მოვედ ეხლაც, შეეწიე ჩვენს უმწეობას და როგორც ოდესღაც დააცხრე ზღვის მღელვარება, ასევე ახლაც დაამშვიდე ჩვენი გულები, რათა ცოდვებით მოკვდრნებული ორი შვილი ერთდროულად არ დაკარგო და რადგან ჩვენი ლამპრები ჩაქრა ზეთის სიმცირის გამო, არ გვითხრა: „რაიმე სარგებელ არს სისხლითა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსაწ (ფს. 29,9) და: „ამენ გეტყვი თქვენ, არა გიცნობთ თქვენ“ (მათე 25,12). ამ ლოცვის შემდგომ შეგიძლია დამშვიდებული გონებით, შემუსვრილი გულით და მოციქულების მცნებებით უმკურნალოთ და გამოასწოროთ (ძმა), როგორც უძლური წევრი (გალ. 6,1; 2 ტიმ. 4,2), მხოლოდ მაშინ ძმაც თავის გულფიცხელობას გაიაზრებს, დარიგებას რწმენით მიიღებს და შენი სიმშვიდით მისი გულიც დამშიდდება და მაშინ შენ ვერაფერი დაგაშორებს ქრისტეს მცნებას: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათე 11,29). უპირველესად უნდა იზრუნოთ სიმშვიდის დამყარებისთვის, და ეცადო, თუნდაც სამართლიანი მიზეზი გქონდეს ან მცნებას მისდევ, გული არ შეაშფოთო იმ რწმენით, რომ ჩვენ ყველა მცნებას სიყვარულის და გულის სიწმინდისათვის აღვასრულებთ, თუ ძმას ასე დაარიგებ, მოისმენ ხმას: „თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები“ (იერ. 15,19). თუ მორჩილებაში ხარ, შენ გულს ნურასოდეს დაუჯერებ, რადგან ის უსუსური ადამიანის ვნებებითაა დაბრმავებფლი. არაფერში არ აყვე შენს აზრებს და კითხვების და რჩევის გარეშე ნურაფერს წამოიწყებ. ნუ იფიქრებ და ნუ იგულისხმებ, რომ შენს მოძღვარზე უკეთესი ხარ და მის საქმეებს ნუ განიხილავ, რადგან შეიძლება ხშირად მოტყუვდე და ცდუნებაში ჩავარდე; ეს სხვა არაფერია, თუ არა ბოროტის მზაკვრობა, რომელსაც სურს ჩვენს რწმენით მორჩილებას წინ აღუდგეს და აქედან გამომდინარე ცხონებაში ხელი შეგვიშალოს. ასე თუ მოიქცევი, მაშინ მშვიდად და უხიფათოდ დაემორჩილები მოძღვარს და დაუბრკოლებლად ივლი წმიდა მამების გზით.