ქართველი წმინდანები

(ანბანის მიხედვით)

  ძვ.სტ. ახ.სტ.
მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI) 29.11 12.12
წმიდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი) – თბილისში წამებული (+786) 08.01 21.01
წმიდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი (XIII) 13.05 26.05
მღვდელმთავარი ალექსანდრე, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი (+1907) 26.10 08.11
ღირსი მამაჲ ჩვენი მღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია) (+1923) 18.01 31.01
წმიდა ამბროსი აღმსარებელი - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (+1927) 16.03 29.03
წმიდა ანთიმოზ ივერიელი (+1716) 13.06 26.06
ღირსი მამაჲ ჩვენი ანტონ მესვეტე, მარტომყოფელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI) 19.01 01.02
ღირსი მამაი ჩვენი ანტონი - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815) და მოწაფე მისი იაკობ ხუცეს-მონაზონი 13.10 26.10
ღირსი მამაჲ ჩვენი არსენ იყალთოელი (+1127) 06.02 19.02
ღირსი მამა არსენი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი (+1082) 31.07 13.08
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი არსენ დიდი, კათოლიკოსი (+887) 25.09 08.10
წმიდა დიდებული მოწამენი, არჩილ მეფე (644) და ლუარსაბი (1622) 21.06 04.07
წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829) 29.01 11.02
მრავალნი წმიდანი მამანი და დედანი, აჭარაში თურქთაგან წამებულნი (XVII-XVIII) სულთმოფენობა
ღირსი მამაჲ ჩვენი ბასილი (რატიშვილი) (XIII) 18.04 01.05
ღირსი მამა ბასილი, რომელი იყო ძე ბაგრატ III-ისა 27.05 09.06
წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ორნი ძმანი, ქსნის ერისთავნი ელიზბარი და შალვა (+1661) 18.09 01.10
ღირსი მამაჲ ჩვენი გაბრიელ-მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული (+802) 17.03 30.03
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) (+1896) 25.01 07.02
გარეჯელნი მოწამენი, ექვსიათასნი (+1616) ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი
ღირსი მამანი ჩვენნი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი - გარეჯის მონასტერში ლეკთაგან მოწყვეტილნი (+1851) 12.08 25.08
დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელი (+303) 10.11 23.11
წმიდა ახალმოწამე გიორგი გურჯი (ივერიელი) (+1770) 02.01 15.01
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი გიორგი მაწყვერელი (IX-X) 02.04 15.04
ღირსი გიორგი მაშენებელი - ათონელი (+1029) 28.07 10.08
ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი მთაწმინდელი (+1065) 27.06 10.07
ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული - წმიდა გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი (X) 03.07 16.07
წმიდა გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის მოძღვარი 12.09 25.09
ღირსი მამაჲ ჩვენი გიორგი მწერალი და ძმა მისი საბა, ხახულელნი (XI) 19.12 01.01
ღირსი მამაი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861) 05.10 18.10
წმიდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლი, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული (+1942) 23.11 06.12
წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული (+1125) 26.01 08.02
ღირსი მამა დავით გარეჯელი (VI) ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი
წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე, მხეიძენი (+740) 02.10 15.10
წმიდანი ორნი ძმანი დავითი და ტარიჭანი (693) 18.05 31.05
ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი (+1157) 23.05 05.06
წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) 12.03 25.03
წმიდა დიმიტრი ყიფიანი, სამშობლოსათვის წამებული 14.04 27.04
წმიდა დინარ დედოფალი (X) 30.06 13.07
ღირსი დოდო გარეჯელი (VI) ამაღლების შემდგომი
ოთხშაბათი
მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (+1759) 12.09 25.09
ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი (წერეთელი) 06.03 19.03
ღირსნი მამანი ჩვენნი – ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი 04.01 17.01
ღირსი მამაჲ ჩვენი ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი და შიო მღვიმელის თანამოღვაწე (VI) 04.02 17.02
წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი (+1642) 04.10 17.10
წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელი (+589) 29.07 11.08
წმიდა ეფრემ დიდი, მაწყვერელი (IX) 17.04 30.04
ღირსი მამაჲ ჩვენი ეფრემ მცირე ფილოსოფოსი (+1001) 18.01 31.01
ღირსი ექვთიმე ათონელი, მთარგმნელი (+1028) 13.05 26.05
ღირსი მამაჲ ჩვენი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804) 08.08 21.08
წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) (+1944) 20.01 02.02
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) 03.01 16.01
გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე (ეფთვიმე) (შერვაშიძე) 21.04 04.05
წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი (+502) 30.11 13.12
წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ მესამე (+1308) 10.12 23.12
ღირსი ზაბულონი და სოსანა, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს მშობლები (IV) 20.05 02.06
ღირსი ზენონ იყალთოელი (VI) 16.10 29.10
წმიდა ზოსიმე ეპისკოპოსი კუმურდოელი (XVI) 01.05 14.05
ღირსი თადეოზ სტეფანწმიდელი (VI) 18.08 31.08
წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი (+1213) 01.05 14.05
წმიდანი ათნი ბევრნი (100000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227) 31.10 13.11
წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) - რწმენის, მეფისა და სამშობლოსათვის თავდადებული (+1609) 08.06 21.06
მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX) 17.02 01.03
წმიდა ილარიონ თუალელი (XI) 24.07 06.08
ღირსი მამაჲ ჩვენი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875) 19.11 02.12
წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) - ახალი 14.02 27.02
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (+1907) 20.07 02.08
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი (VI) 07.05 20.05
ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა და გაბრიელი (X) 12.07 25.07
ღირსი მამაჲ ჩვენი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XII) 10.02 23.02
წმიდა იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსი (+1049) 03.03 16.03
ღირსი იოანე ხახულელი (X-XI) 10.03 23.03
წმიდა იოანე მანგლელი (+1751) 28.03 10.04
ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე (XIII) 01.04 14.04
ღირსი მამა იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) 09.06 22.06
ღირსი მამა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი, სვინგელოზი 12.06 25.06
წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960) 08.09 21.09
წმიდათა და მართალთა ქრისტეს საფლავისათა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა 04.11 17.11
ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული (IX) 12.12 25.12
ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (XI) 03.01 16.01
წმიდა იოთამ ზედგენიძე, მეფისათვის თავდადებული (+1465) 30.10 12.11
ღირსი მამაჲ ჩვენი აბბა იოსებ ალავერდელი (+570) 15.09 28.09
ღირსი მამაი ჩვენი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763) 07.10 20.10
წმიდა მამა იოსებ კათოლიკოსი, სასწაულთმოქმედი (+1770) 17.10 30.10
წმიდა მოწამენი ისააკ და იოსებ ქართველნი, კარნუ-ქალაქში წამებულნი (+808) 16.09 29.09
წმიდა ისე წილკნელი - ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI) 02.12 15.12
ღირსი ისიდორე სამთავნელი (VI) 12.06 25.06
მღვდელმოწამე კირიონ II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918) 27.06 10.07
კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (VIII-X) 05.10 18.10
ღირსი მამაჲ ჩვენი კოზმან ხუცეს-მონაზონი, მწიგნობართუხუცესი, მრავალმთას სპარსთაგან მოკლული (+1630) 18.07 31.07
წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა 17.10 30.10
ცხრა ძმა კოლაელნი: გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი - კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი (VI) 22.02 06.03
დიდმოწამე კონსტანტი, ქართველთა მთავარი (+852) 10.11 23.11
დუდიყვათსა და პაპათში (თანამედ. თურქეთი) 300 მხედარი, მღვდელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ლაზნი ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსულმანთაგან წამებულნი (XVII-XVIII) 29.04 12.05
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ლუკა იერუსალიმელი (მუხაიძე), მოწამეობრივად აღსრულებული (+1277) 12.02 25.02
წმიდა მამაჲ ჩვენი მაკარი მმარხველი, ხახულის მონასტრის წინამძღვარი (XI) 21.12 03.01
წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (744) 03.05 16.05
წმიდა მებკამბრე (იხსენიება პარიზის ნაც. ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა ფონდში №3 (XI-XII ს.) ფიქრობენ ქართველი წმიდანი უნდა იყოს. უცნობია) 16.08 29.08
წმიდა მელქისედექ I (XI-ს.) 01.10 14.10
წმიდა მოწამე მირდატ მეფე (+410) 08.07 21.07
მოციქულთასწორნი: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV) 01.10 14.10
ღირსი მიქაელ ულუმბოელი (VI) 18.06 01.07
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი (IX) 03.05 16.05
დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამენტნი მხედარნი მისნი (+914) 17.11 30.11
ღირსი მიქელ პარეხელი (VII-IX) 27.05 09.06
წმიდა მოწამენი: ნაზარი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი; დეკანოზი გერმანე, მღვდლები: იეროთეოსი, სიმონი; მთავარდიაკონი ბესარიონი (+1924) და ყოველნი ახალმოწამენი, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან წამებულნი (XX) 14.08 27.08
მღვდელმოწამე ნეოფიტე, ურბნელი ეპისკოპოსი (VII) 28.10 10.11
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ კათოლიკოსი (+1591) 18.02 02.03
წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მაჰმადიანთაგან წამებული და სხვანი მოწამენი და ღირსნი მამანი ქართველნი – იერუსალიმის ქართველთა მონასტრებში ცხოვრებულნი (+1314) 12.02
19.10
25.02
01.11
ღირსი მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი (+1308) 03.11 16.11
წმიდა დედა ჩვენი ნინო მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი (IV) 14.01 27.01
ღირსი მამაჲ ჩვენი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII) 29.09 12.10
წმიდა პეტრე I (V) - საქართველოს კათოლიკოსი 30.11 13.12
ღირსი პიმენ სალოსი და ანტონი მესხი (XIII) 16.03 29.03
ღირსი პიროს ბრეთელი (VI) 15.05 28.05
წმიდა პროხორე ქართველი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელი (XI) 12.02 25.02
პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457) 03.08 16.08
ღირსი საბიანა, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი 31.12 13.01
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი (IV) 15.01 28.01
წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული (XIII) 20.07 02.08
წმიდა სამოელ I (VI) - საქართველოს კათოლიკოსი 30.11 13.12
წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი სარმეან კათოლიკოსი (+779) 21.08 03.09
ღირსი მამაჲ ჩვენი სერაპიონ ზარზმელი (+900) 29.10 11.11
ღირსი მამაჲ ჩვენი სერაპიონ საკვირველთმოქმედი, ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1747) 24.08 06.09
ღირსი მამაჲ ჩვენი სვიმეონი, გარეჯის წინამძღვარი, წინასწარმხედველი და საკვირველთმოქმედი (+1773) 04.09 17.09
წმიდა სიდონია და აბიათარ მღვდელი, ურიაყოფილი (IV) 01.10 14.10
წმიდა მეფე სოლომონ II სამშობლოსათვის თავდადებული (+1815) 07.02 20.02
წმიდა მოწამენი ქართველნი სპარსეთში მოწყვეტილნი (XVII-XVIII) ამაღლება
ღირსი სტეფანე ხირსელი (VI) 28.01 10.02
წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II) 15.04 28.04
წმიდა ტბელი აბუსერიძე (XIII) 17.08 30.08
წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი (+1612) 16.06 29.06
წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი, კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624) 13.09 26.09
წმიდა დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი ჟამთა თემურ-ლენგისასა (+1386) 10.04 23.04
ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული (+1771) 11.05 24.05
წმიდა ქრისტეფორე გურული 16.08 29.08
ღირსი ქრისტოდულე ფილოსოფოსი (XII) 18.08 31.08
ხსენება ყოველთა წმიდათა - საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა 11.12 24.12
წმიდა მოწამე შალვა მთავარი, ახალციხელი (+1127) 17.06 30.06
ღირსი შიო მღვიმელი (VI) 09.05 22.05
ყველიერის ხუთშაბათი
ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავით, გაბრიელ და პავლე - გარეჯელნი, ლეკთაგან მოწყვეტილნი (1696-1700) 01.06 14.06
წმიდა დიდებული მოწამე შუშანიკი (+475) 28.08 10.09
წმიდა აღმსარებელი ცოტნე დადიანი (XIII) 30.07 12.08
ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა 9000 ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (+1625) 03.08 16.08