ქართული საგალობლები

ალილო (სიონის გუნდი)    

ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე დაბადებულაო, ალილო. შობა-ახალწელიწადი თეთრად გათენებულაო, ალილო. ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდებ კალათასა, დედი ერთი კვერცხი მომეც, ღმერთი მოგცემს ბარაქასა, ალილო

  გადმოწერა

ჟამთა და წელთა (სიონის გუნდი)   გადმოწერა

წმიდაო ღმერთო (სიონის გუნდი)    

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

  გადმოწერა

ალილუია (სიონის გუნდი)   გადმოწერა

აღდგომასა შენსა (სიონის გუნდი)    

აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩვენცა ღირს გვყვენ ქვეყანასა ზედა წმიდით გულით დიდებად შენდა.

  გადმოწერა

მოციქულნო წმიდანო (სიონის გუნდი)    

მოციქულნო წმიდანო, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

  გადმოწერა

ჯვარსა შენსა (სიონის გუნდი)    

ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ ქრისტე მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ.

  გადმოწერა

შენ ხარ ვენახი (სიონის გუნდი)    

შენ ხარ ვენახი, ახლადაღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

  გადმოწერა

მოვედით თაყვანი ვსცეთ (სიონის გუნდი)    

მოვედით თაყვანი ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, აღდგომილო მკვდრეთით, მგალობელნი შენნი, ალილუია.

  გადმოწერა

რომელნი ქერუბიმთა (სიონის გუნდი)    

რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველს-მყოფელისა სამებისა, სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა.

  გადმოწერა

და ვითარცა მეუფისა (რუსთავის სასულიერო გუნდი)    

და ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელსა ანგელოზთაებრ უხილავად, ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.

  გადმოწერა

შენ გიგალობთ (სიონის გუნდი)    

შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით ღმერთო ჩვენო.

  გადმოწერა

გიხაროდენ, ქალწულთა სიხარულო (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

შენ ხარ ვენახი - გურული (რუსთავის სასულიერო გუნდი)    

შენ ხარ ვენახი, ახლადაღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

  გადმოწერა

შენ ხარ ვენახი - კახური (რუსთავის სასულიერო გუნდი)    

შენ ხარ ვენახი, ახლადაღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

  გადმოწერა

ოხითა ამაღლებისა (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

შობა შენი უხრწნელ არს - გურული (რუსთავის სასულიერო გუნდი)    

შობა შენი უხრწნელ-არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვის ჩვენ შენ, ღვთისმშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ.

  გადმოწერა

წმიდა ბასილი დიდის ტროპარი (რუსთავის სასულიერო გუნდი)    

ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვა შენი, რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეფო იგი მღუდელობა განაშუენე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

  გადმოწერა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

ალილო - გურული (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

ალილო - გურული, სხვა (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

ალილო - იმერული (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

ალილო - კახური (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

ალილო - მეგრული (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

ალილო - რაჭული (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

ალილო - სვანური (რუსთავის სასულიერო გუნდი)   გადმოწერა

დღეს საღმრთომან მადლმან (მარანი)    

დღეს საღმრთომან მადლმან ყოვლად წმიდისა სულისამან შემკრიბნა ჩვენ, ყოველთა გვიპყრიეს ჯვარი შენი და ვიტყვით: კურთხეულ არს მომავალი ჩუენდა სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა.

  გადმოწერა

აღდგომისა დღე არს (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკვდილისაგან მიხსნა და ქვეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს

  გადმოწერა

მოვედით და ვსუათ (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით

  გადმოწერა

აღვიმსთვოთ ჩვენ ცისკარსა (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

აღვიმსთვოთ ჩვენ ცისკარსა მსთვად და მირონთა წილ გალობა მივუძღვანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე ყოველთად აღმობრწყინვებული

  გადმოწერა

შთახედ შენ ქვესკნელთა (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

შთახედ შენ ქვესკნელთა ქვეშე ქვეყანისათა, და შეჰმუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი და სამდღე მკვდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღსდეგ დაფლავით

  გადმოწერა

რომელმან ყრმანი იხსნა (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო ვითარ მოკვდავმან და ვნებითა მოკვდავსა უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან

  გადმოწერა

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ

  გადმოწერა

განათლდი, განათლდი (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა

  გადმოწერა

ანგელოზი ღაღადებს (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

ანგელოსი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძე აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო გიხაროდენ.

  გადმოწერა

აკურთხევს სული ჩემი    

აკურთხევს სული ჩემი უფალსა, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, განდიდენ ფრიად, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, აღსარება და დიდად შუენიერება შთაიცუ, კურთხეულ ხარ შენ უფალო, მთასა ზედა დადგენ წყალნი, საკვირველ არიან საქმენი შენნი უფალო, შორის მთათა დიოდიან წყალნი, საკვირველ არიან საქმენი შენნი უფალო. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. დიდება შენდა, უფალო, ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.

  გადმოწერა

წინა საუკუნეთა   გადმოწერა

წმიდაო ღმერთო - სვანური (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

  გადმოწერა

წმიდაო ღმერთო. ავტორი: უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

  გადმოწერა

დიდება მაღალთა შინა    

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

  გადმოწერა

მსწრაფლ განუხვენ    

მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა ცხოვრებისმომცემელო, ცისკარსა ამას მდგომარესა ტაძარსა შინა, რამეთუ ტაძარი ხორცთა ჩემთა ყოვლისა ცოდვისა ქვაბ-ქმნილ არს, არამედ ვითარცა მოწყალემან განმწმინდე მრავლითა წყალობითა შენითა, შეგვიწყალენ ჩვენ.

  გადმოწერა

ნეტარ არს კაცი    

ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია. და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, ალილუია. არამედ სჯულსა უფლისასა არს ნება მისი და სჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე, ალილუია, ალილუია, ალილუია.

  გადმოწერა

რაჟამს იორდანეს ნათელიღე    

რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

  გადმოწერა

საიდუმლო უცხო და დიდებული    

საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილეთ, ქვაბი ცათა ემსგავსა, ქალწული ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ.

  გადმოწერა

შენ გიგალობთ (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი)    

შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ, ღმერთო ჩვენო.

  გადმოწერა

შენ ხარ ვენახი    

შენ ხარ ვენახი, ახლადაღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

  გადმოწერა

სულო ჩემო    

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს, და გეგულვების შენ აღშფოთნება, განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

  გადმოწერა