წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. (სამ გზის)

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.

საფლავად ხორცითა შეჰხვედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა ვითარცა ღმერთი და სამოთხეს ავაზაკის თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ გარეშემოუწერელო, უფალო, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღჰსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი ვითარცა წყაროი ჩუენისა აღდგომისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზეგარდმო განწმედილ იქმენ ღმრთისა სამკვიდრებელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა, ღმრთისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლად უბიწოო დედუფალო.

უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.