წმიდა ზოსიმე პალესტინელის სწავლანი

შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის

ვენი ყოველი საქმე თესლსა და ნაყოფს ჰგავს: შესწირავს კაცი ღმერთს ერთგულებასა და გულსმოდგინებას, ღმერთიც აკურთხებს მის შრომას და იძლევა სანაცვლოდ მადლს.

იწის მუშაკი, რომელიც თუმცა ბევრს არ თესავს, მაგრამ უფალი აკურთხებს მის შრომას, ღებულობს მრავალს, როგორც ისაკის შესახებ წერია, რომ დათესა ისაკმა და შეიძინა იმ ზაფხულს ასი წილი ნაყოფი ქერისა, რადგან აკურთხა მისი შრომა უფალმა. ასევე, თუ ჩვენი გულმოდგინება დაინახა უფალმა, ჩვენს შრომასაც დალოცავს.

გრეთვე ლოცვა ჭირითა და შრომით და მოთმინება, შობს წმიდა, უჭირველ განსვენებით ლოცვას, რაც შედეგია ჩვენი გულსმოდგინებისა, ხოლო უჭირველი ლოცვა შობს საღმრთო მადლს.

მასვე ვხედავთ ჩვენ ხელოვნების დაუფლებაში. კაცი, რომელიც ამ გზას შეუდგება, თავიდან გასაჭირშია, ბევრს შრომობს, ხშირად საქმე არ გამოუდის, მაგრამ თავს არ ანებებს, არამედ ისევ თავიდან იწყებს; კიდეც რომ შეცდეს და დაბრკოლდეს, მაინც არ ეცემა სულით და აგრძელებს შრომას მოთმინებით, რითაც ოსტატს უჩვენებს თავის გულსმოდგინებას. თუკი მოიწყენს და მიატოვებს საქმეს, ხელობას ვერასოდეს ისწავლის. მოთმინებითა და გარჯით საქმეს თანდათან ეუფლება. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: სათნოების ქმნის დროს ჩვენ მაშინვე არ უნდა ველოდოთ წარმატებას, იგი სწრაფად არ გვეწვევა, რადგან ეს შეუძლებელია. ხელოვნების მსგავსად თავიდან შესაძლო წარუმატებლობისას არ უნდა მოვიწყინოთ, არამედ გულსმოდგინებით, შრომითა და მოთმინებით უნდა ვიღვაწოთ და კეთილად მოგვხედავს ღმერთი. სწორედ ამაზეა მამა მოსეს მიერ თქმული, რომ სათნოების მომხვეჭი არ უნდა იყოს სულმოკლე. თუ მოხდა და დაეცა, უნდა შეიძინოს საჭირო ძალა და წამოდგეს ფეხზე და კვლავაც იშრომოს.

ა იტყოდა წმიდა მამა: ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება, და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან თუ ღმერთი არ შეეწევა, არ მოსცემს წვიმას, ცუდად დაშვრება და ამაო იქნება მისი შრომა. ხოლო ღვთის შეწევნას სჭირდება გულმოდგინედ ვედრება ჩვენი და ღმერთზე მინდობა. თუ დაუდევრად ვილოცებთ, როგორ მოგვხედავს ღმერთი? ან თუ ვილოცებთ უდებებით, უგულოდ, ანდა მოვიწყენთ ლოცვის დროს, ვერაფერს ვეღირსებით, რადგანაც ღმერთი გულსმოდგინებას სულისას ხედავს და მის მიხედვით მოგვცემს წყალობას. განა ავაზაკთა მთავარი არ იყო თავიდან მამა მოსე? მისი სიფიცხისა და მოუდრეკელობის გამო მოირიდა იგი მისმა ბატონმა, მაგრამ გულმოდგინეს და მხნედ შეუდგა ღმერთს. ყველასათვის ცნობილია, თუ რა საზომს მიაღწია მან, „რჩეულთა თანა ღვთისათა შეირაცხა“, როგორც ამბობს მისი ცხოვრების აღმწერი. ხოლო ჩვენ, თუკი რამ გაგვაჩნდა სარწმუნოებრივი სითბო, დროთა განმავლობაში დაუდევრობითა და უდებებით ისიც დავკარგეთ და ამაო საქმეები ვიწყეთ. ღვთისა და მოყვასის სიყვარული ამაო და წარმავალი საქმეების სიყვარულში გავცვალეთ და ვერ გაგვიცნობიერებია, თუ როგორი უაზრო და ცარიელია ისინი.

ესო გლახაკი და უძლური კი არ არის, რომ ვერ შეძლოს აქვე მრავალი სიმდიდრის მონიჭება, როგორც მიუბოძა წმიდა მამამთავრებს. თუკი ეცოდინებოდა, რომ ვირგებდით მისგან ბოძებული სიმდიდრისაგან. მაგრამ იცის, რომ მის მიერ მოცემული წყალობა ხშირად გვნებს და ამიტომაც კაცთმოყვარე უფალი გვარიდებს მას, რათა მისგან სრულიად არ წარვწყმდეთ. თუკი იხილავდა, რომ უხვი შეწევნა სასიკეთოდ გვექცეოდა, უშურველად მოგვმადლიდა მეტსაც. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ღვთისაგან მოცემულ სიკეთეს ბოროტად ვიყენებთ და ჩვენი უკეთურობის გამო იგი საზიანოა. ამიტომ არის, რომ ხშირად აბრკოლებს უფალი ჩვენს კეთილ განზრახვას, რამეთუ მან იცის, რომ ის ჩვენთვის ზიანის მომტანია.

ადამიანი იმას კი არ აკეთებს, რასაც განიზრახავს, არამედ იმას, რასაც მასზედ დაუშვებს ღმერთი თავისი განგებულებით, რაც მხოლოდ მისთვისაა ცნობილი. ხშირად ცდილობს ერთი ავნოს მეორეს, მაგრამ არ უშვებს ამას ღმერთი და ცუდად შვრება ბოროტის მსურველი. ასეთ დროს კაცი გამოიცდება ადამიანური ნებით. რამდენი შეეცადა ბოროტად ევნოთ მამამთავრებისათვის, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ღმერთმა არ დაუშვა. ამაზეა დაწერილი: „არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა“.

თუ ინებებს უფალი თავისი ძალის სიუხვის გამოჩენას, მყისვე შეუძლია უწყალო გული გადააქციოს მოწყალედ, როგორც წერია ყოველივე ეს დანიელის წიგნში: „და მისცა ღმერთმა დანიელს  წყალობა და შეწყნარება წინაშე საჭურისთ მთავრისა“ (დან. 1, 9).

ბედნიერია ის სული, რომელმაც თავისი თავი შეამზადა ღვთიური ნიჭის მისაღებად, ასეთს არასოდეს ტოვებს უფალი და მარადის ეხმარება და იფარავს იმ საქმეშიც კი, რისთვისაც თავისი უმეცრების გამო არ ევედრებოდა უფალს. კარგად თქვა ბრძენმა, რომ ღმერთი მარადის მფარველობს და ხელს აფარებს თავის მოშიშთ. ბევრჯერ აღიძრა საული ნეტარი დავითის მოსაკლავად, რა არ იღონა, რა ხრიკებს არ მიმართა, მაგრამ ვინაიდან ღმერთი შეეწეოდა, ამაოდ დაშვრა. ხდებოდა პირიქითაც, ხშირად თვით ვარდებოდა წმინდანის ხელში, მაგრამ დავითი მას არას ვნებდა და ინდობდა, რადგანაც არ იყო მის სულში გესლი უკეთურებისა.

რთხელ ძმებმა ნეტარ მამას ჰკითხეს, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ არ განვრისხდეთ, როცა სხვები გვამცირებენ და შეურაცხგვყოფენო? ბერმა უპასუხა: ვინც თავის თავს სხვებზე უმდარესაც თვლის, ის არ აღშფოთდებაო. როგორც თქვა წმიდა პიმენმა: თუ თავი შენი არარაობად მიგაჩნია და შეურაცხადად, ჰპოვებ სულის სიმშვიდეს. ერთმა ძმამ, - განაგრძო ნეტარმა მამამ - ჩემთან მყოფმა და ჩემგან სქემის მიმღებელმა, რის გამოც მე ის ტვირთად მაწვა, ვინაიდან ასაკით მეტად ახალგაზრდა იყო და უმწეო, მითხრა მე: მამაო, ფრიად მიყვარხარ შენ. ხოლო მე ვუპასუხე: მე ჯერ ვერავინ ვპოვე, რომ ისე ვუყვარდე მასა, როგორც მე მიყვარს იგი. ეხლა მაგ სიყვარულისა მჯერა, მაგრამ საკმარისია შეგხვდეს უსიამოვნება რაიმე ჩემგან, რომ შენ არ დარჩე ისეთივე, როგორიც ახლა ხარ. ხოლო მე, რაც არ უნდა  მოაწიო ჩემზედა, არ შევიცვლები შენი სიყვარულისაგან.

არ გასულა ბევრი დრო მას შემდეგ და არ ვიცი, რის გამო, იწყო ჩემზე მრავალი ბოროტის თქმა, ცუდისაც კი. მე ყოველი მესმოდა, მაგრამ არ ვეპასუხებოდი, გულში კი ვამბობდი: ეს წამალია იესოსაგან გამოგზავნილი ჩემი უბადრუკი სულის საურნებლად, სწორედ ასეთისაგან უნდა მიიღო დიდი სარგებელი. მე ყოველთვის ჩემს სათნომყოფელად მიმაჩნდა იგი და ვამბობდი, რომ ჭეშმრიტად კეთილისმყოფელია იგი ჩემი. ხოლო იმას, ვინც მის სიტყვებს მაუწყებდა, ვეუბნებოდი: ჩანს, კარგად მიცნობს, იცის ყოველივე ბოროტი ჩემი, ისიც არა ყოველი, რადგანაც დაფარული უამრავია ჩემში და ამიტომაც განმიკითხავს.

რამოდენიმე ხნის შემდეგ ის შემთხვევით შემომხვდა კესარიაში, მომიახლოვდა და ჩვეულებისამებრ მეამბორა. მე კი ისე დავიჭირე თავი, თითქოს ჩვენს შორის არაფერი მომხდარიყოს. მაშინ იგი ჩამივარდა ფეხებში, შემომეხვია და თქვა: შემინდევ, მამაო, ღვთის გულისათვის, რამეთუ მრავალი ბოროტი ვთქვი შენს შესახებ. მე კი ვეამბორე მას და ალერსიანად ვუთხარი: ძალიან მიყვარხარო რომ მითხარი, მე გიპასუხე, რომ ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ვეყვარებოდი ისე, როგორც მე მიყვარს და რაც არ უნდა მოხდეს, ამ აზრზე ვიქნები მეთქი ყოველთვის, რადგანაც შეუცვლელია ჩემი სიყვარული. დაე, იცოდე, რომ მე ყველაფერი ვიცი, რაც შენ სთქვი ჩემზე, მაგრამ ვერაფერმა მაიძულა, იგივე მეთქვა მეც შენზე, პირიქით, ვამბობდი, რომ რასაც ის ამბობს, ჭეშმარიტებაა და ამბობს სიყვარულით. მე ყოველთვის მიმაჩნდი ჩემიანად და არ გტოვებდი ლოცვებში მოუხსენებლად და უფრო მეტად რომ დავამოწმო ჩემი სიყვარული, გაგიმჟღავნებ: ერთხელ, როცა ძალიან ამტკივდა თვალი, შენ გაგიხსენე, ზედ პატიოსანი ჯვარი გამოვისახე და ვთქვი: უფალო, იესო ქრისტე, მისი ლოცვით მილხინე მე და მყისვე განვიკურნე.

ა ეტყოდა ნეტარი მამა თავის ძმებს: ვერ ვუგებთ ადამიანები ერთამანეთს სიყვარულში, არამედ წარვიწყმიდეთ, გავაუფასურეთ სიბრძნე ჩვენი და ერთმანეთისა აღარა გვესმის, სავსებით დავკარგეთ აზრი. მცირედიც რომ ვიტვირთოთ მოყვასისა მისი მწუხარების ჟამს, როგორც კი გონს მოეგება და იხილავს ჩვენს ერთგულებას მისი განსაცდელისას, სულს დასდებს ჩვენთვის. ასეთია ძალა სიკეთისა და ამასთან დაკავშირებით მან გაიხსენა ერთი ძმა, რომელმაც მოუთხრო მას ეს ამბავი: მოძღვარი ჩემი იყო კაცი მეტად მშვიდი, რომელსაც მაღალი სათნოებისა და სიწმიდის გამო მთელი ქვეყანა პატივს სცემდა, როგორც ღვთის ანგელოზს. ერთ დღეს ეშმაკით ძლეული ვიღაც კაცი მოვიდა მასთან და აგინებდა ურცხვად ყოველთა წინაშე. ბერი მშვიდი სახით უყურებდა მას და ეუბნებოდა: მადლი ღვთისაა შენს ბაგეებზე გადმოსული ძმაო. ის კი უფრო გამძვინვარდა ამის გაგონებაზე და უფრო მეტად იწყო გინება და ეუბნებოდა: ჰე, ბოროტო მოხუცო, ვიცი, რატომაც ამბობს მაგ სიტყვებს, რათა მოაჩვენო ხალხს თავი მშვიდობიანად. მოხუცი კი კვლავ იმეორებდა: ჭეშმარიტად მართალს ამბობ, ძმაო. და როცა ამის შემდგომ ვიღაცამ უთხრა: ამ ამბის გამო არ აღშფოთდები მამაო? ბერმა მიუგო: ნუ იტყვით ამას, რადგან გვრძნობდი, რომ მადლი ღვთისა იფარავდა ჩემს სულს.

და ეტყოდა ნეტარი აბბა თავის ძმებს: ჭეშმარიტად უნდა ვმადლობდეთ და პატივსა ვსცემდეთ ამისთანებს, როგორც სულის მკურნალებს. აღუგზნებელი და უვნებელი მოიპოვებს ცათა სასუფეველს და დაიდგამს საუკუნო გვირგვინს.

ერ კიდევ კვიროს მონასტერში ვიყავი, - განაგრძო საუბარი წმიდა აბბამ, - როცა მოვიდა ჩემთან ერთი მეტად სათნო მოხუცი, რომელსაც ვეკითხებოდით წმ. მამების შესახებ და ისიც სიამოვნებით გვიკითხავდა. ბოლოს მივადექით ერთი ბერის ამბავს, რომელსაც მოულოდნელად სენაკში თავს დაესხნენ ყაჩაღები და უთხრეს, რომ მიეცა ყველაფერი, რაც გააჩნდა. ბერმაც გამოუღო და მისცა. ავაზაკებმა მოხვეტეს ყოველივე და წაიღეს. დარჩათ წასაღები ერთი ბოხჩა. ბერმა ეს დარჩენილი ბოღჩა აიღო და ყვირილით გაეკიდა: წაიღეთ, ესეც წასაღები დაგრჩათო. ავაზაკებს მეტად გაუკვირდათ ბერის ესოდენი უმანკოება, დაუბრუნეს ყველაფერი, რაც გატაცებული ჰქონდათ მისგან და თქვეს: ჭეშმარიტად ეს კაცი ღვთის მონა ყოფილა და ამ სიტყვებით დაშორდნენ ბერს.

ხოლო ბერმა, რომელიც მოსული იყო ჩვენთან, მითხრა: იცი მამაო, ამ საქციელმა ბერისამ მე მცირედი სარგებლობა მომიტანა და როცა წმიდა ზოსიმემ ჰკითხა, თუ რა სარგებლობა უნდა მოეტანა ამ ამბავსო, ბერმა დაიწყო:

ოდესღაც, იორდანეს ჩემი ყოფნის დროს, როცა ვკითხულობდი წმიდა მამათა თავგადასავლებს და ამ ბერის დიდსულოვნების ამბავი წავიკითხე, ძალიან გამიკვირდა და უფალს შევთხოვე: უფალო ღირს-მყავ მეც, რომ ამ ბერის კვალზე ვიარო, რათა ღირსეული საქციელით მას მივემსგავსო. ასე შემომრჩა ეს სურვილი და არ გასულა ორიოდე დღე და ვიღაცამ დამიკაკუნა კარზე. მივხვდი, რომ ავაზაკები იყვნენ, გულში მადლობა შევწირე უფალს და გავიფიქრე: მადლობა ღმერთს, რომ დადგა ჟამი ნატვრის აღსრულებისა. გავაღე კარი და შევუშვი სიხარულით. ავუნთე სანთელი და გამოვულაგე, რაც კი გამაჩნდა, თან ვეუბნებოდი, ნუ შფოთავთ, ღმერთმანი, რაც მაბადია არაფერს დაგიმალავთ მეთქი. იმათ ოქრო მომთხოვეს, მე სამი დრაჰკანის მეტი არ მქონდა, მივეცი და ისინიც წავიდნენ. მე ღიმილით ვკითხე: უკან ხომ არ დაგიბრუნეს როგორც ოდესღაც იმ ბერს? ბერმა მიპასუხა: ღმერთმა ნუ ქნას, აზრადაც არ მომსვლია ეს.

და იტყოდა ნეტარი მამა: ხედავთ, რა ნაყოფი გამოიღო ბერის სიკეთემ და ყველაფრისადმი შემზადებულობამ? იგი არათუ დაამწუხრა ავაზაკთა თავდასხმამ, არამედ სიხარულითაც კი აღივსო და ამიტომ ვამბობ: თუ კაცი ისურვებს, ბოროტებიდანაც ბევრ სიკეთეს შეიძენს.

ოგორც ზემოთ აღვნიშნეთ, - განაგრძო წმიდა მამამ, - თუ განრისხებული ძმისაგან მცირეოდენს დავითმენთ, მის სულსმოვიპოვებთ. აი რა მიამბო პედიადის მამასახლისმა სერგიმ: ერთხელ მე, რამოდენიმე ძმა და ერთი საპატიო ბერი სადღაც მივდიოდით. გზა დაგვებნა და შემთხვევით მოვხვდით ყანაში. სხვა გზა არ იყო, გადავიარეთ ყანაზე და ნათესი დავაზიანეთ. მიწის მუშამ დაგვიწყო ლანძღვა: თქვენა ხართ მონაზვნები, თქვენ გეშინიათო ღვთისა? ეს რომ გქონოდათ, ყანას არ გადამითელავდითო. წმიდა ბერმა მთხოვა არაფერი მეპასუხა, თვითონ კი კრძალვით უთხრა: მართალს ამბობ შვილო, ღვთის შიში რომ გვქონოდა, ამას არ ვიზამდითო. გლეხი კვლავ განაგრძობდა ჩვენს ლანძღვა-გინებას. ბერმა კვლავ სინანულით მოუბოდიშა: ღვთის გულისათვის შეგვინდე, რამეთუ ვსცოდეთ. ეს სიტყვები ისე გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ მიწის მუშაკი მოლბა, ფეხებში ჩაუვარდა მოხუცს, შენდობა გამოსთხოვა და თან უთხრა: მეც თქვენთან წამიყვანეთო, და ბერმაც წამოიყვანა იგი და იქმნა მონაზონი.

ი, რა სასწაული მოახდინა სიმშვიდემ ბერისა: აცხოვნა სული ღვთის ხატად დაბადებულისა, რომელიც უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე მთელი სამყარო თავისი სიმდიდრით. ერთხელ, ნეტარმა მამამ წამოიღო წმიდა მამათა წიგნი, რომელსაც ვკითხულობდით და მივადექით ადგილს, სადაც ნათქვამია: „მრავალსა შეშასა შინა იშვების ცეცხლი და სადა არა არს მეორედი გულის წყრომა, მუნ დაყუდნის შფოთი“ (იგავ. 26, 20). ვკითხე თუ რას ნიშნავდა ეს გამოთქმა. მან გვითხრა: როგორც შეშაა მიზეზი ცეცხლისა და თუ მოაკლდა ცეცხლი ჩაქრება უმალ, ხოლო თუ მასალა ბევრია, ცეცხლი უფრო აღეგზნება. ასევეა ვნებათა მიზეზებიც: თუ ვინმე მოიცილებს ამ მიზეზს, მოუძლურდებიან ვნებებიც, მსგავსად სიძვისა, როგორც თქვა აბბა მოსემ: სიძვის მიზეზია მაძღრივ ჭამა-სმა, უსაქმურობა და ზედმეტი ძილი, გართობა, ცუდად მეტყველება და კადნიერება, მიდრეკილება ძვირფასად ჩაცმა-დახურვისადმი. თუ ყოველივე ამას მოიკვეთს კაცი, მოუძლურდება თავისთავად ვნება სიძვისა.

სევე, მრისხანების მიზეზნი არიან მიცემა და მოღება, თავისნათქვამობა, სიყვარული მოძღვრობისა და მასწავლებლობისა, თავისი თავის ბრძნად და მეცნიერად შერაცხვა. ვინც ამას მოიკვეთს, მოუძლურდება ასევე ვნება მრისხანებისაც. ასევეა ყველა სხვა ვნებების მიზეზთა მოცილებაც. სწორედ ამას მიანიშნებს მამა სისოს პასუხი ძმის შეკითხვაზე თუ, რატომ არ მცილდება მე ვნებებიო? მან უპასუხა: მიზეზი თავად შენშია, თუ არ მისცემ საბაბს, მოგცილდებიან.

რმაგი მრისხანებაა მასში, ვისთანაც არ ყუჩდება ვნება, ვინც არ კმაყოფილდება პირველი გაღიზიანებით და ხელახალი შფოთისათვის აღძრავს თავის თავს. თუ კაცს მეორეჯერაც შეემთხვა გულისწყრომა და ვერ შეიკავა სწრაფად თავი, მაგრამ მალე მოეგო გონს და გამოითხოვა პატიება ძმისაგან, რომელსაც განურისხდა, არ იწოდება ორმაგ მრისხანებად. მასში ყუჩდება ბრძოლა, ვინაიდან, როგორც კი შეიგნებს თავის დანაშაულს, ურიგდება მყისვე თავის ძმას და შფოთიც განქარდება და მტერი ვერ ეუფლება მას. ხოლო თუ განრისხებული არ დაადანაშაულებს თავის თავს, ვერ მოერევა გულისწყრომას, არამედ კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს თავს მრისხანებით და წუხს არა იმაზე, რომ განრისხდა, არამედ იმას, რომ არ თქვა იმაზე მეტი, რაც უნდა ეთქვა და განაგრძობს შფოთსა და უკეთურებას, ასეთი იწოდება ორმაგ მრისახენედ, რადგან მასში არ ყუჩდება ვნებები და ფეხს იკიდებს სიძულვილი და უკეთურობა. უფალმა იესო ქრისტემ გვიხსნას ასეთი ბოროტებისაგან და ღირსი გაგვხადოს მშვიდობისა და სიმდაბლისა.

ა მოგვითხრობდა კვლავ ნეტარი მამა: ფრიადი სიფრთხილე და გონების სიბრძნე გვმართებს, რათა არ შეგვაშფოთოს ადამიანები ეშმაკის მანქანებამ. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფოთება სამართლიანად გამოაჩინოს ადამიანის თვალში. ვისაც მართალი გზით სვლა გადაუწყვეტია, მრისხანება ყოველთვის უცხო უნდა იყოს მისთვის. როგორც შეგვაგონებს მამა მაკარი: უცხოა მონაზონისათვის განრისხება და მოყვასის შეწუხება.

მასთან დაკავშირებით მან მოგვითხრო შემდეგი: ერთხელ მივეცი წიგნი ერთ დახელოვნებულ გადამწერს გადასაწერად. თავისი საქმე რომ აღასრულა გადამწერმა კაცი გამომიგზავნა, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლი, საფასური გადამიხადე და წიგნი წაიღეო. წიგნის ამბავი გაეგო ვიღაც სხვას, მივიდა გადამწერთან, გადაუხადა საფასური და წაიღო წიგნი. მე არა ვიცოდი რა მომხდარის შესახებ და ამიტომაც გავგზავნე ძმა წიგნის საფასურით. გადამწერმა შეიტყო რა, რომ შეცდომაში იქნა შეყვანილი, გარისხდა და თქვა: წავალ და ვეტყვი იმას, რისი ღირსიცაა. ეს ამბავი რომ გავიგე, ვუხმე და ვუთხარი: იცი ძმაო, რომ წიგნი იმისათვის გვჭირდება, რათა იქიდან სიმდაბლე და სიმშვიდე ვისწავლოთ. ხოლო თუ თავიდანვე წიგნების შეძენა დავასთან მიგვიყვანს, არ მინდა ასეთი წიგნი, რადგან დაწერილია: უფლის მონას არ შეშვენის შფოთი და აურზაური. და დავარწმუნე გადამწერი, რომ არაფერი ეთქვა ცუდი ძმისათვის, რათა ყოველივე ეს ეშმაკს საბაბად არ გახდომოდა. ამისათვის არის საჭირო უდიდესი კრძალვა.