ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ესენია შტოთა სახელები ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზის გასწვრივ, ხამათის და ხაცარ-ყენონის მიმართულებით, დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთით ხამათის გასწვრივ - მხარე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეკუთვნის დანს - ერთი შტო.

1

და ესე სახელები ტომებისაჲ დასაბამისაგან ჩრდილოჲთკერძისა ადგილით კერძო შთასლვისა განმხეთქელისა შესავალსა თანა ემათ; ეზოსა ავნანისსა საზღუარი დამასკისაჲ ჩრდილოდ კერძო. ნაწილისა კერძ ეზოსა ემათისსა, და იყვნენ მათდა აღმოსავალთაჲთკერძონი ვიდრე ზღუადმდე დანისსა - ერთი.

2 დანის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთამდე აშერია - ერთი შტო. 2 და საზღვართაგან დანისთა აღმოსავალთაჲთ კერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ასირისსა - ერთი.
3 აშერის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ნაფთალია - ერთი შტო. 3 და საზღვართაგან ასირისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ნეფთალიმისა, - ერთი.
4 ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მენაშეა - ერთი შტო. 4 და საზღვართაგან ნეფთალემისთა - აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე მანასისსა - ერთი.
5 მენაშეს საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეფრემია - ერთი შტო. 5 და საზღვართაგან მანასისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ეფრემისსა - ერთი.
6 ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე რეუბენია - ერთი შტო. 6 და საზღვართაგან ეფრემისთა აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუამდე რუბინისსა - ერთი.
7 რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იუდაა, - ერთი შტო. 7 და საზღვართაგან რუბინისთა აღმოსავალთაჲთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იუდაჲსა - ერთი.
8 იუდას საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე შეწირული ნაკვეთი იქნება, რომელსაც შესწირავთ, სიგანით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგრძით ერთ-ერთი წილის ტოლი, აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე. ეს იქნება საწმიდრი მის შუაგულში. 8 და საზღვართაგან იუდაჲსთა აღმოსავალთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იყოს დასაბამი განჩინებისაჲ ხუთ და ოც ათასეულნი სივრცით და სიგრძით, ვითარცა ერთი ნაწილთაგანი აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე, და იყოს წმიდაჲ შორის მათსა.
9 შეწირული ნაკვეთი, რომელსაც შესწირავთ უფალს, იქნება სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი. 9 დასაბამი, რომელსა განუჩინებენ უფალსა, სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეულ.
10 ამათთვის იქნება წმიდა ნაკვეთი, მღვდლებისთვის: ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი და დასავლეთით სიგანე ათი ათასი, აღმოსავლეთით სიგანე ათი ათასი, სამხრეთით სიგრძე ოცდახუთი ათასი; იქნება უფლის საწმიდარი მის შუაგულში. 10 და ესე იყავნ დასაბამ წმიდათა მღდელთათჳს ჩრდილოდ მიმართ ხუთ და ოც ათასეულ და ზღუად მიმართ სივრცე ათი ათასეული და აღმოსავალთაჲთ მიმართ ათი ათასეული და ჩრდილოდ მიმართ სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და უფლისაჲ წმიდაჲ იყოს შორის მათსა.
11 ეს ნაკურთხი მღვდლებისთვისაა, ცადოკის შთამომავალთათვის, რომლებიც ასრულებდნენ ჩემს სამსახურს და არ განმდგარან ისრაელიანთა განდგომის დროს, როგორც ლევიანები განდგნენ. 11 მღდელთათჳს განწმედილთა, ძეთა სადდუკისთა, რომელნი სცვენ საცავთა სახლისათა, რომელნი არ შესცთეს ცთომასა შინა ძეთა ისრაჱლისათასა ვითარსახედ სცთეს ლევიტელნი,
12 მათთვის იქნება ნაწილი შეწირული მიწის ნაკვეთიდან, როგორც წმიდათა წმიდა, ლევიანთა მოსაზღვრედ. 12 და იყავნ მათდა დასაბამი მიცემული დასაბამთაგან ქუეყანისათა წმიდაჲ წმიდათა, საზღვართაგან ლევიტელთაჲსა.
13 ლევიანებს ექნებათ მღვდელთა საზღვრის გასწვრივ სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი; მთელი სიგრძე ოცდახუთი აოასი და სიგანე ათი ათასი. 13 ხოლო ლევიტელთა მახლობელნი საზღვრებსა მღდელთასა, სიგრძე ყოველი ხუთი და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეული.
14

ვერ გაყიდიან მისგან ვერაფერს, ვერც გაცვლიან და ვერც გაასხვისებენ მიწის ნათავარს, რადგან უფლის წმიდაა.

14 არა განისყიდოს მათგანი, არცა განიზომოს, არცა განეხუნენ პირველნი ნაშრომნი ქუეყანისანი, რამეთუ წმიდაჲ უფლისაჲ არს.
15 დანარჩენი ხუთი ათასი სიგანით და ოცდახუთი ათასი სიგრძით საერო მონაკვეთია ქალაქისთვის დასასახლებლად და სანახებად; ქალაქი მის შუაგულში იქნება. 15

ხოლო ხუთთა ათასეულთასა მეტნი სივრცესა შინა ხუთთა ზედა და ოცთა ათასეულთა გარემოზღუდვილობა იყავნ ქალაქისა სამკჳდრებელად და ხანად მისსა. და იყოს ქალაქი შორის მისსა.

16 აი, მისი ზომები: ჩრდილოეთით - ოთხიათას ხუთასი, სამხრეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, აღმოსავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, დასავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი. 16 და ესე საზომნი მისნი აღმოსავალითკერძოთაგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ჩრდილოჲთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ. და სამხრითკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ზღჳთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ.
17 ქალაქის სანახი ჩრდილოეთით იქნება ორას ორმოცდათი, სამხრეთით ორას ორმოცდაათი, აღმოსავლეთით ორას ორმოცდაათი, დასავლეთით ორას ორმოცდაათი. 17 და იყოს განხანებულ ქალაქი ჩრდილოდ მიმართ - ორას ერგასის და ზღუად მიმართ - ორას ერგასის და სამხრად მიმართ - ორას წყრთა და აღმოსავალთა მიმართ - ორას ერგასის.
18 სიგრძეში მორჩენილი წმიდა ნაკვეთის გასწვრივ - ათი ათასი აღმოსავლეთით, ათი ათასი დასავლეთით; ეს იქნება წმიდა ნაკვეთის გასწვრივ; მისი მოსავალი ქალაქში მომუშავეთა გამოსაკვებად იქნება. 18 და ნამეტნავი სიგრძისა, მახლობელი დასაბამისა წმიდათაჲსა, ათი ათასეული აღმოსავალთაჲთ კერძო, და ათი ათასეული ზღუად მიმართ, და იყვნენ წინაშე დასაბამისა წმიდისაჲსა, და იყვნენ ნაშრომნი მათნი პურებად მოქმედთათჳს ქალაქისათა.
19 ქალაქში კი ისრაელის ყოველი შტოდან იქნებიან მომუშავენი. 19 ხოლო მოქმედნი ქალაქისანი იქმოდეთ მათ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა.
20 მთელი შეწირული ნაკვეთი შეადგენს ოცდახუთი ათასს ოცდახუთი ათასზე, ოთხკუთხედს; შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად. 20 ყოველი დასაბამი ხუთ და ოც ათასეულ ხუთსა ზედა და ოცსა ათასეულსა ოთხ კედელსა განუჩინეთ იგი დასაბამად წმიდისა-დაპყრობისაგან ქალაქისა.
21 დანარჩენი ეკუთვნის მთავარს წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან, წილთა შესაბამისად, მთავრისაა. წმიდა ნაკვეთი და ტაძრის საწმიდარი მის შუაგულში იქნება. 21 ხოლო ნამეტნავი - წინამძღუარსა ამისგან და იმისგან, დასაბამი წმიდათაჲ დასაპყრობელად ქალაქისა პირისპირ ხუთ და ოც ათას სიგრძით, საზღვართაგან აღმოსავალადმიმართთა და ზღუადმიმართთა პირსა ზედა ხუთ და ოც ათასეულთასა ვიდრე საზღვართამდე ზღუადმიმართთა, მახლობელთა ნაწილებსა წინამძღვრისასა, და იყოს დასაბამი წმიდისა და სიწმიდე სახლისა შორის მათსა.
22 ლევიანთა საკუთრების და ქალაქის საკუთრების გამოკლებით, რაც კი მთავრის საკუთრების შუაშია მოქცეული, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, ყველაფერი მთავრის უნდა იყოს. 22 და დაპყრობისაგან ლევიტელთასა და დაპყრობისაგან ქალაქისა საშუალ წინამძღვრისა იყოს, საშუალ საზღვართა იუდაჲსთა და საშუალ საზღვართა ბენიამენისთა წინამძღუარსა ეყოს.
23

დანარჩენ შტოებს: აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ბენიამინს - ერთი შტო.

23

და ნეშტი ტომთაჲ აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე ბენიამენს - ერთი.

24 ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე სიმონს - ერთი შტო. 24 და საზღვართაგან ბენიამენისთა აღმოსავალთათკერძოთაგან ვიდრე ზღვადმიმართამდე სჳმეონს - ერთი.
25 სიმონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ისაქარს - ერთი შტო. 25 და საზღვართაგან სჳმეონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე იზაქარს - ერთი.
26 ისაქარის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ზებულონს - ერთი შტო. 26 და საზღვართაგან იზაქარისთა აღმოსავალადმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე ზაბულონს - ერთი.
27 ზებულონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე გადს - ერთი შტო. 27 და საზღვართაგან ზაბულონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე გადს - ერთი.
28 გადის საზღვართან, სამხრეთის მხარეს, სამხრეთისკენ, იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე, დიდ ზღვასთან. 28 და საზღვართაგან გადისთა ვიდრე სამხრადმიმართთამდე იყვნენ საზღვარნი მისნი თემანითგან და წყლით მარიმოთისა - კადე, სამკვიდრებელად ვიდრე ზღუადმდე დიდად.
29 ეს არის ქვეყანა, რომელიც წილისყრით უნდა დაუნაწილოთ სამკვიდროებად ისრაელის შტოებს და ესენია მათი ნაკვეთები, ამბობს უფალი ღმერთი. 29 ესე ქუეყანაჲ, რომელი განუჩინოთ ნაწილად ტომთა ისრაილისათა, და ესე ნაწილნი მათნი, - იტყჳს ადონაი უფალი.
30 ეს იქნება ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა; 30 - და ესე განსავალნი ქალაქისანი ჩრდილოთ კერძონი - ხუთას და ოთხგზის ათასნი საზომით.
31 ქალაქის კარიბჭეები ისრაელის შტოთა სახელზე იქნება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით: ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევისა. 31 და ბჭეები ქალაქისა სახელ-სდვეს ტომთა ისრაჱლისათა: ბჭენი სამნი ჩრდილოჲთ კერძო, ბჭე რუბენისი - ერთი, ბჭე იუდაჲსი - ერთი, და ბჭე ლევისი - ერთი.
32 აღმოსავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი იოსების კარიბჭე, ერთი ბენიამინის კარიბჭე, ერთი დანის კარიბჭე. 32 და აღმოსავალთაჲთკერძონი, ოთხ გზის ათასი და ხუთასი საზომი, და ბჭენი სამნი: ბჭენი იოსეფისი ერთი, და ბჭე ბენიამენისი - ერთი და ბჭე დანისი - ერთი.
33 სამხრეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა; სამი კარიბჭე: ერთი სიმონის კარიბჭე, ერთი ისაქარის კარიბჭე, ერთი ზებულონის კარიბჭე. 33 და სამხრადმიმართნი ოთხ ათას დახუთას საზომით, და ბჭენი სამ: ბჭე სჳმეონისი - ერთი, ბჭე იზაქარისი - ერთი, და ბჭე ზაბულონისი - ერთი.
34 დასავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი გადის კარიბჭე, ერთი აშერის კარიბჭე, ერთი ნაფთალის კარიბჭე. 34 და ზღუადმიმართნი ოთხგზის ათას და ხუთას საზომით. და ბჭენი სამ: ბჭე გადს - ერთი და ბჭე ასირისი - ერთი და ბჭე ნეფთალემისი - ერთი.
35 სულ ირგვლივ თვრამეტი ათასი. ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: იქ არის უფალი. 35 მომრგულივ ათვრამეტ ათასეულებ. და სახელი ქალაქისაჲ, რომლისაგან დღისა იქმნას, უფალი მუნ იყოს - სახელი მისი.