ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა ბაბილონზე, ქალდეველთა ქვეყანაზე, წინასწარმეტყველ იერემიას პირით:

1

სიტყუა, რომელი თქუა უფალმან ბაბილონსა ზედა, ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა ჴვლითა იერემია წინაწარმეტყუელისათა.

2 გამოაცხადეთ ხალხებში და ასმინეთ, აღმართეთ დროშა, ასმინეთ, არ დაფაროთ, თქვით: აღებულია ბაბილონი, გაწბილებულია ბელი, დამხობილია მეროდაქი. გაწბილდნენ მისი კერპები, დამხობილია მისი ქანდაკებები. 2 მიუთხრენით წარმართთა შორის და სასმენელ-ყვენით და აღიღეთ სასწაული, ასმინეთ და ნუ დაჰმალავთ. არქუთ: აოჴრდა ბაბილონი ბილ უშიში, შუებული მიეცა. მეოდახ. ჰრცხუენა კერპთა მისთა, ჰრცხუენა ქანდაკებულთა მისთა,
3 რადგან მოადგა მას ხალხი ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ აქციოს მისი ქვეყანა და აღარ იყოს მცხოვრები მასში, კაციდან პირუტყვამდე ყველანი წავლენ, გადაიხვეწებიან. 3 რამეთუ აღმოვიდა მის ზედა ნათესავი ჩრდილოთ. მან დადვას ქუეყანა მისი მოსაოჴრებელად. და არა იყოს დამკჳდრებული მის შორის, კაცითგან მისაცხოვართამდე, შეირყინეს, წარჴდეს.
4 იმ დღეე ში და იმხანად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელიანები და იუდიანები, ერთად მოჰყვებიან გამუდმებით ტირთლს და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს. 4 მათ დღეთა შინა, - იტყჳს უფალი, - და მას ჟამსა შინა მოვიდენ ძენი ისრაილისანი, იგინი და ძენი იუდაჲსნი ერთბამად მოარულნი და მტირალნი, წარვიდენ მეძიებელნი უფლისა ღმრთისა მათისანი.
5 სიონის გზას იკითხავენ, აქეთ ექნებათ პირი; მოვლეს, რომ შეეკრან უფალს საუკუნო, დაუვიწყარი აღთქმით. 5 ვიდრემდის სიონს იკითხონ გზაჲ, რამეთუ აქა მისცენ პირი მათი და მოვიდენ და შეივლტოდიან უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, რამეთუ აღათქმაჲ საუკუნოჲ არა მოაკლდეს.
6 დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა აურიეს გზაკვალი, მთებზე ახეტიალებენ; მთიდან გორაკებზე გადადიან, თავისი საძოვარი დაივიწყეს. 6 ცხოვარებ წყმედულებ იქმნა ერი ჩემი, მწყემსთა მათთა განჴადნეს იგინი, მთათა ზედა შეაცთუნნეს იგინი, მთათაგან ბორცუთა ზედა ვიდოდეს, დავიწყდა სადგური საწოლი მათი.
7 ყოველი მათი მპოვნელი ჭამს მათ და მათი მტრები ასე ამბობენ: ჩვენ ბრალი არა გვაქვს, რადგან მათ შესცოდეს უფალს - სიმართლის სამყოფელს და უფალს - მათი მამა-პაპის იმედს. 7 ყოველნი მპოვნელნი მათნი განჰლევდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს: არა ულხინოთ მათ მის წილ, რომელ შესცოდეს უფალსა. შჯული სიმართლისა შემკრებელი მამათა მათთა უფლისაჲ.
8 გადაიკარგეთ ბაბილონიდან და გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ერკემლებად იქმენით ფარის წინ. 8 უცხო იქმნენით შორის ბაბილონისაგან და ქუეყანისაგან ქალდეველთასა, გამოვედით და იქმნენით, ვითარცა ვეშაპნი წინაშე პირსა ცხოვართასა.
9 რადგან, აჰა, აღვძრავ და მივაყენებ ბაბილონზე დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და ტყვედ ჩავარდება. მათი ისრები გამოცდილი მებრძოლებია, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან. 9 რამეთუ, აჰა, მე აღვადგენ და აღმოვიყვანებ ბაბილონსა ზედა შესაკრებელსა, ნათესავთა დიდთასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და წყობა-ყონ მის შორის. მუნით მოესრულოს, ვითარცა სატყორცი მბრძოლისა გულისჴმიერისაჲ, ისარნი მისნი არა მოიქცენ ცუდად.
10 ნადავლად გადიქცევა ქალდეველთა ქვეყანა, ყოველი დამტაცებელი მისი გაძღება, ამბობს უფალი. 10 და იყოს ქალდეაჲ საიავროდ, ყოველნი მეიავრენი მისნი განძღენ, - იტყჳს უფალი, - რამეთუ იშუებთ და იქადით დამტაცებელნი სამკჳდრებელისა ჩემისანი.
11

რადგან მხიარულობთ, რადგან ხალისობთ, ჩემი სამკვიდროს მძარცველებო; რადგან კუნტრუშობთ ხბოსავით მწვანეზე და ცხენებივით ჭიხვინებთ.

11

და მით, რამეთუ სტრიობდით ვითარცა ზროხანი მწუანებსა შორის, და ურქენდით, ვითარცა კურონი.

12 დიდად გაწბილდა თქვენი დედა, შერცხვენილია თქვენი მშობელი. აჰა, ხალხების მომავალი: უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი! 12 სირცხჳლეულ იქმნა დედა თქუენი ფრიად, მოიქცა მშობელი თქუენი დედაჲ კეთილთა მომართ. აჰა, უკანასკნელი წარმართთა ოჴერ და ურწყულ და უვალ.
13 უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, ერთიანად გაუდაბურდება ყველა, ვინც ჩაუვლის ბაბილონს, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მის წყლულების შემხედვარე. 13 რისხვისაგან უფლისა არა დამკჳდრებულ იქმნეს, და იყოს განსარყუნელად ყოვლად. და ყოველი წარმვლელი ბაბილონით დაწუხნეს, დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა.
14 გარსშემოეწყვეთ ბაბილონს, ვინც ხართ მშვილდის მომზიდველნი! დაუშინეთ, ნუ დაგენანებათ ისრები, რადგან შესცოდა უფალს. 14 წყობა-ყავთ ბაბილონსა ზედა გარემოჲს ყოველთა მომრთხმელთა მშჳლდისათა, მშჳლდვა-ყავთ მის ზედა, ნუ ჰრიდებთ მშჳლდვასა თქუენსა ზედა, რამეთუ უფალსა შესცოდა.
15 დაეცით ყიჟინა მის ირგვლივ; ხელი ჩამოუშვა, გადაიქცნენ მისი ბურჯები, ჩამოიქცნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა. მიაგეთ შური, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით. 15 და დაიპყართ მის ზედა გარემოჲს, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, დაეცნეს დაეფანნი მისნი, დაირღვა ზღუდე მისი, რამეთუ შურისგება ღმრთისა მიერ არს. შური იძიეთ მის ზედა, ვითარცა ყო, უყავთ მას.
16 ამოკვეთეთ მთესველი ბაბილონიდან და ნამგლის დამჭერი მკათათვეში. შემმუსვრელის მახვილისგან ყველამ თავის ხალხს შეაფაროს თავი და ყველა თავისი ქვეყნისკენ გაიქცეს. 16 მოსპეთ თესლი ბაბილონისაგან, მპყრობელი მანგლისაჲ ჟამსა მკისასა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა. კაცადი ერისა მიმართ თჳსისა მიიქცენ და კაცადი ქუეყანად თჳსისა მიივლტოდიან.
17 გაბნეული ცხვარია ისრაელი, ლომმა დაფანტა; ჯერ აშურის მეფე ჭამდა მას, ბოლოს ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაუმტვრია ძვალი. 17 ცხოვარი ცთომილი ისრაჱლი, ლომთა განაგარეეს იგი. პირველად შეჭამა იგი მეფემან ასსურისმან, და ესრეთ უკანასკნელ მეფემან ბაბილონისამან, ნაბუქოდონოსორ, ძუალნი მისნი დაჭამნა.
18 ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც აშურის მეფე დავსაჯე. 18 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე შურისძიებასა ვჰყოფ მეფისა ზედა ბაბილონისასა და ქუეყანასა ზედა მისსა. ვითარცა შური ვიძიე მეფისა ზედა ასურისასა.
19 დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე და იბალახებს ქარმელზე და ბაშანზე; ეფრემის მთებში და გალაადში განცხრება მისი სული. 19 და კუალად ვაგო ისრაჱლი საძოვრისა მიმართ მისისა, და ძოვდეს შორის კარმელსა და შორის ბასანსა და შორის მთასა ეფრემისსა და შორის გალაადისა. და აღივსნენ სულნი მათნი.
20 იმ დღეებში და იმხანად, ამბობს უფალი, მოიკითხება ისრაელის ბრალი და აღარ იქნება; იუდას - ცოდვა და არ აღმოჩნდება, რადგან ყველას ვაპატიებ, ვისაც კი დავარჩენ. 20 მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - ეძიებდენ უსამართლოებასა ისრაჱლისასა, და არა იყოს, და ცოდვათა იუდაჲსთა, და არა იპოოს, რამეთუ მლხინებელ ვეყო დაშთომილთა ქუეყანასა ზედა, - იტყჳს უფალი,
21

დაეცი მერათაიმის ქვეყანას და ფეკოდის მცხოვრებთ; გაანადგურე და ააოხრე მათ უკან ყველაფერი, ამბობს უფალი; ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გიბრძანე.

21

- ქუეყანასა ზედა განმამწარებელთასა მიიწიე მას ზედა მწარედ და დამკჳდრებულთა მისთა ზედა შური იძიე, მახჳლო! და უჩინო-ყავ, - იტყჳს უფალი, - უკანაგან მათსა ძჳრნი, და ჰყოფდ ყოველთაებრ, რავდენთა გამცნებ შენ.

22 ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში და დიდია დაქცევა! 22 ჴმაჲ ბრძოლისაჲ და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა,
23 როგორ გადატყდა და დაილეწა მთელი ქვეენის ურო! როგორ გაიქცა შესაზარად ბაბილონი ხალხთა შორის! 23 ვითარ შეიმუსრა და შეიფქვა უროჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა განსარყუნელ ბაბილონი წარმართთა შორის?
24 მახე დაგიგე და გაები კიდეც, ბაბილონო, შენ კი ვერც მიხვდი, მოგძებნეს და შეგიპყრეს კიდეც, რადგან უფალს აუჯანყდი. 24 წინაგანგეწყვეა შენ და ზედადაგესხნენ შენ? და წარჰჴდე, ბაბილონ, და ვერ სცნა, იპოვე, შეპყრობილ იქმენ, რამეთუ უფალსა უჴდებოდე.
25 გახსნა უფალმა თავისი საგანძური და გამოიტანა თავისი რისხვის საჭურველი; რადგან სამსჯავრო საქმე აქვს უფალს, ცაბაოთ ღმერთს, ქალდეველთა ქვეყანაში. 25 განაღო უფალმან საფასე თჳსი და გამოიხუნა ჭურნი რისხვისა მისისანი, რამეთუ საქმე არს უფლისა ღმრთისა ძალთაჲსაჲ შორის ქუეყანასა ქალდეველთასა,
26 შედით იქ ქვეყნის ყოველი კუთხიდან, გახსენით მისი ბეღლები, ძნასავით გალეწეთ და ააოხრეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს! 26 რამეთუ მოიწინეს ჟამნი მისნი, განახუენით დასაკრებელნი მისნი, გამოიკულიეთ იგი, ვითარცა ქუაბი, და მოასრულეთ იგი. ნუ იყოფინ მისსა დანეშტებული.
27 მახვილს მიეცით მისი ხარები, ჩავიდნენ სასაკლაოდ! ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე, მათი განკითხვის ჟამი! 27 აღაჴმენით ყოველნი ნაყოფნი მისნი და შთამოვიდოდედ კლვად. ვაჲ მათდა, რამეთუ მოიწია დღე მათი და ჟამი შურისგებისა მათისაჲ.
28 აჰა, მოისმის ხმა გაქცეულთა და ლტოლვილთა ბაბილონის ქვეყნიდან, რომ ემცნოს სიონზე უფლის, ჩვენის ღვთის შურისგების ამბავი, შურისგებისა მისი ტაძრის გამო! 28 ჴმაჲ მეოტთაჲ და განრინებულთაჲ ქუეყანისაგან ბაბილონისა მითხრობად შორის სიონსა. შურისძიებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა, შურისძიებაჲ ტაძრისა მისისა.
29 შეჰყარეთ მოისარნი ბაბილონის წინააღმდეგ, ყოველი მშვილდის მომზიდველი; გარს შემოადექით, არავინ გაგექცეთ; მიუზღეთ მისი საქმისაებრ; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით; რადგან უფალს გაუმედიდურდა, ისრაელის წმიდას. 29 და მოწმება ყავთ ბაბილონსა ზედა მრავალთა, ყოვლით კერძო გარდამცემელთა მშჳლდისათა მოადეგით მას ზედა გარემოს. ნუ იყოფინ მისსა განრინებული. მიაგეთ მას საქმეთაებრ მისთა. ყოველთაებრ რავდენნი ყუნა, უყავთ მას, რამეთუ უფლისა მიმართ წინაგენეწყო წმიდისა ისრაჱლისა.
30 ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკები ქუჩებში და ყველა მისი მეომარი დადუმდება ამ დღეს, ამბობს უფალი. 30 ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი მისნი უბანთა მისთა ზედა და ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი მისნი განერნენ, - თქუა უფალმან.
31

აჰა, მოვდივარ შენზე, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი; რადგან დადგა შენი დღე, შენი განკითხვის ჟამი!

31

აჰა, მე შენ ზედა, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, - მაგინებელთა, რამეთუ მოიწია დღე დაცემისა შენისაჲ და ჟამი შურისგებისა შენისა.

32 წაფორხილდება მედიდური და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს. 32 და მოუძლურდეს გინებაჲ შენი და დაეცეს, და არა იყოს აღმმართებელი მისი, და აღვაგზნა ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოსნი მისნი.
33 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დათრგუნული არიან ისრაელიანები და იუდიანებიც; მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამატყევართ, არ უნდათ მათი გაშვება. 33 ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მიმძლავრებულ არიან ძენი ისრაჱლისანი და ძენი იუდაჲსანი. ერთბამად ყოველნი წარმტყუენველნი მათნი ემძლავრნეს მათ, რომელთა არა ინებეს გამოვლინებაჲ მათი,
34 მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი; ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ის გაიკითხავს მათ საქმეს, რათა ქვეყანას შვება მისცეს და შეაძრწუნოს ბაბილონის მცხოვრებნი. 34 და მჴსნელი მათი ძლიერ უფალი ძალთაჲ, ყოვლისა მპყრობელ სახელი მისი. საშჯელი საჯოს წინამოსაჯულთა მისთა მიმართ, რაჲთა მოსპოს ქუეყანაჲ და განაძჳნნეს დამკჳდრებულნი ბაბილონისნი.
35 მახვილი ქალდეველებს, ამბობს უფალი, და ბაბილონის მცხოვრებთ, მის მთავრებს და მის ბრძენკაცებს! 35 მახჳლი ქალდეველთა ზედა, - თქუა უფალმან, - და დამკჳდრებულთა ზედა ბაბილოვნისათა და დიდებულთა ზედა მისთა და გულისჴმისმყოფელთა ზედა მისთა, და მოისპნენ.
36 მახვილი მისნებს და შეიშლებიან, მახვილი ვაჟკაცებს და დაფრთხებიან! 36 მახჳლი მისანთა ზედა მისთა, და დაშურენ. მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა, და დაიჴსნნენ.
37 მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს, მის ჭრელ ხალხს და დიაცებად გადაიქცევიან! მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან! 37 მახჳლი ცხენებსა ზედა მისსა და ეტლებსა ზედა მისსა, მახჳლი მჴედართა ზედა მისთა და შერთულთა ზედა შორის მისსა, და იყუნენ, ვითარცა დედანი. მახჳლი საუნჯეთა ზედა მისთა, და დაიტაცნენ.
38 გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან! 38 მახჳლი წყალსა ზედა მისსა, რომლისამი ესვიდა, და განჴმეს და სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ ქუეყანაჲ ქანდაკებულთაჲ არს ჭალაკთა შენთა შორის და ექადოდინ.
39 ამიტომ დაიბუდებენ იქ უდაბნოს მხეცები ტურებთან ერთად და სირაქლემები დაიბუდებენ; უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე. 39 ამისთჳს დაემკჳდრნენ ურჩხულნი ჭალაკთა შინა და დაემკჳდრნენ მას შინა ასულნი სირინოსთანი, და არა აღეშენოს მერმე უკუნისამდე, და არა დამკჳდრებულ იქმნეს მერმე ნათესავითი ნათესავად,
40 როგორც დააქცია ღმერთმა სოდომ-გომორი და მათი დაბები, ამბობს უფალი, ასევე ერთი კაციც არ დასახლდება იქ და კაციშვილი არ იცხოვრებს მასში. 40 ვითარცა დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და მოზღურენი მათნი, - თქუა უფალმან, - არა დაეშენოს მუნ კაცი, და არა იმსხემოს ძემან კაცისამან.
41

აჰა, ხალხი დაიძრა ჩრდილოეთიდან, დიდი ტომი; ძლიერი მეფეები აღდგებიან ქვეყნის კიდეებიდან.

41

აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულით ქუეყანისაჲთ.

42 მშვილდი და შუბი უპყრიათ ხელში; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; მათი ხმა ზღვის ღრიალია, ცხენებზე სხედან; როგორც ერთი კაცი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო! 42 მშჳლდი და მაზრაკი აქუნდესყე; უგბილ არიან და არა შეიწყალებენ: ჴმაჲ მათი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენთა ზედა ცხენოსნობდენ განმზადებულნი, ვითარცა ცეცხლი მბრძოლობად შენ ზედა, ასულო ბაბილონისაო!
43 მოესმა ბაბილონის მეფეს მათი ამბავი და დაუძაბუნდა ხელი; ტკივილმა შეიპყრო, კრუნჩხვამ მშობიარე ქალივით. 43 ესმა მეფესა ბაბილონისასა სასმენელი მათი, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, ჭირმან შეიპყრა იგი სალმობათა, ვითარცა მშობისათა.
44 აჰა, ლომივით წამოვიდა იორდანეს შამბნარიდან საძოვრებისკენ; ერთ წამს გავაქცევ მათ მისგან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ? 44 აჰა, ვითარცა ლომი, გამოვიდეს მაღნართაგან იორდანისათა, ადგილსა ეთამისთა, სამკჳდრებელსა შორის დასაბამისსა, რამეთუ მალიად განვდევნნე იგინი მისგან, და ყოველი ჭაბუკი მას ზედა დაეადგინო, რამეთუ ვინ ვითარ მე? და ვინ წინააღმიდგეს მე? და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელ დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?
45 ამიტომ გაიგონეთ უფლის განაჩენი, რომელიც განუჩინა ბაბილონს, და მისი ზრახვანი, ქალდეველთა ქვეყნის წინააღმდეგ რომ განიზრახა! თუ არ წაათრიონ ჯოგის პატარებმა, თუ არ დაუმხონ თავზე ბინები! 45 ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელსა განიზრახავს ბაბილონსა ზედა და გულისსიტყუანი მისნი, რომელნი სიტყუნა ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქალდეაჲსათა, არა თუ განხრწნეთ კრავნი ცხოვართა მისთანი, არა თუ განქარდეს მათგან საძოვარი.
46 მოვა ბაბილონის აღების ამბავი. და შეძრწუნდება ქვეყანა, კივილის ხმა გაისმება ხალხებში. 46 მით, რამეთუ ჴმისაგან მოსრვისა ბაბილონისა შეიძრას ქუეყანა, და ღაღადებაჲ მისი ისმეს ნათესავთა შორის.