image

image


image

 

ბენ ხობრინკი

ქრისტიანული შეხედულება სამყაროს წარმოშობაზე

როგორ განვსაზღვროთ მთის ჯიშების ასაკი

მთის ჯიშებისა და ნამარხი ნაშთების ასაკის ზუსტი განსაზღვრა ძნელი არ არის და 5-6 ათას წელიწადს არ აღემატება. ამაში უძველეს წიგნებში არსებული შესაბამისი ინფორმაციები ან იმ ჯიშებთან შედარება დაგვეხმარება, რომელთა ზუსტი ასაკიც ცნობილია. ზოგ შემთხვევაში ასაკის განსაზღვრა ნაპოვნი ობიექტის ზემოთ განთავსებული, თიხის ფენების სისქის მიხედვით ხდება (ყოველი ფენა შეესაბამება, ვთქვათ, 1 წელიწადს). თუ ობიექტი ხუთი ათასზე მეტი წლისაა, მაშინ მისი ასაკი უშუალოდ ვერ განისაზღვრება და სხვადასხვა თეორიებითა და დამხმარე გამოთვლებით სარგებლობა ხდება საჭირო.

ევოლუციონისტები ვარაუდობენ, რომ ბუნებაში მიმდინარე პროცესები ყოველთვის ისეთი იყო, როგორც დღეს არის და საერთოდ, ამ პროცესების სიჩქარე თუ შეიცვალა, - ძალიან მცირედ. ეს მოსაზრება „უნიფორმიზმის პრინციპის“ სახელითაა ცნობილი. ამტკიცებენ, რომ ბუნებრივი პროცესების თანამედროვე კანონების ცოდნა საკმარისია იმისათვის, რომ სამყაროში ყველაფრის წარმოშობა და განვითარება ავხსნათ. ან როგორც ეს პირველად შოტლანდიელმა გეოლოგმა გუტტონმა გამოთქვა: „ახლანდელი - წარსულის შემეცნების გასაღებია“. მოცემული მტკიცებულება ევოლუციის კლასიკური თეორიის ძირითად აქსიომად იქცა.

ამ თეორიის მიხედვით დედამიწის ასაკი 5 მილიარდ წელიწადს ითვლის, ხოლო მიწის ქერქის დანალექი ფენები მილიარდობით წლის განმავლობაში ფორმირდებოდნენ.

ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ბუნებრივი პროცესები მდორედ მიედინება, ევოლუციონისტები ასკვნიან, რომ ევოლუციის მთელმა პროცესმა მილიარდობით წლები გასტანა. მათი აზრით თანამედროვე ფლორა და ფაუნა (კაცობრიობის ჩათვლით) სიცოცხლის უმარტივესი ფორმების წარმოშობის შემდეგ, ასობით მლნ. წლის წინათ წარმოიშვა. ამიტომ უძველეს ფენებს არ შეუძლიათ თანამედროვე ორგანული ფორმების გაქვავებული ნაშთების შემონახვა, რადგან თანამედროვე მცენარეები და ცხოველები მაშინ არ არებობდნენ. ევოლუციური თეორიით მიწის ფენების ასაკის განისაზღვრება საუკეთესო ხერხით ან „მოპოვებული ხელმძღვანელი ნაშთების (მარკერების)“ საშუალებით, ან იმ მეთოდებით, რომლის დროსაც რადიაქტიულ ელემენტებს გამოიყენებენ.

 

ა. ნამარხი ნაშთები

მიწის ფენის ზოგიერთ დანალექ ფენაში არის ნაშთები, რომლებიც არცერთ სხვა ფენაში არ გვხვდება. ასეთ ნაშთებს „ხელმძღვანელი ნაშთები“ ეწოდება. ევოლუციური თეორიის თანახმად ისინი გარკვეულ პერიოდში არსებული და შემდეგ გადაშენებული მცენარეებისა და ცხოველების ნაშთებს წარმოადგენენ. როცა დანალექ ფენებში ასეთ ხელმძღვანელ ნაშთებს პოულობენ, თვლიან, რომ არსებული ფენა იმავე პერიოდისაა, რომელშიც ესა თუ ის მცენარე ან ცხოველი არსებობდა. ამგვარად შეიძლება მიწის ქერქის ყველა იმ ფენის ასაკის გასაზღვრა, რომელიც მცენარეებისა და ცხოველების ნაშთებს შეიცავს.

თუ რომელიმე ფენაში ტრილობისტები შეგვხვდა (დიდი ნამის ჭიების მსგავსი არსებები), ე.ი. ევოლუციური თეორიის თანახმად ამ ფენის ასაკი 220 მლნ-დან 600 მლნ. წლამდე ივარაუდება. თუ ამონიტებს იპოვნიან (სპირალურად დახვეული ნიჟარით), მაშინ მიწის ქერქის მოცემული ფენა 70-დან 220 მლნ-მდე წლით თარიღდება.

სიღრმეში ნაპოვნი ძუძუმწოვრების ნაშთები არაუმეტეს 100 მილიონი წლით თარიღდება.

მოცემული მეთოდი მთლიანად ეფუძნება იმ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ყველაზე ძველი ფენების სიცოცხლის ყველაზე პრიმიტიულ ფორმებს უნდა შეიცავდნენ. ფენების გარეგნული სახე არაფერს არ გვეუბნება მათ ასაკზე. ეს უკანასკნელი მხოლოდ ფენებში არსებული ნაშთებით განისაზღვრება. თუ ფენაში მარტივი ფორმები იპოვეს, ითვლება, რომ ის ძველია, თუ შედარებით რთული, ე.ი. ახალგაზრდა. მსჯელობის ასეთი წესი არამეცნიერულია.

რწმენით მიიღება ევოლუციის თეორიის სამართლიანობა და მისგან გამომდინარე მტკიცებულება, რომ მოპოვებული ნაშთები განსაზღვრული წესრიგით უნდა წარმოშობილიყვნენ. შემდეგ კი იგივე ნაშთები გამოიყენება ევოლუციური თეორიის სამართლიანობის დასადასტურებლად. ცხადია, რომ მსგავს მსჯელობებში საქმე ისევ მოჯადოვებულ წრესთან გვაქვს.

ცოტა ხნის წინ გაირკვა ზოგიერთი ფაქტი, რომელთა მეშვეობითაც ვასკვნით, რომ ხელმძღვანელი ნაშთების მეშვეობით დათარიღება არასაიმედოა. ეს ფაქტები საჭიროა უფრო ახლოს გავიცნოთ, რადგან „ხელმძღვანელი ნაშთების“ მეთოდი ძირითად მეთოდად ითვლება და ყველა სხვა მეთოდის კორექციისათვის გამოიყენება.

 

აღმოჩენები ნამარხი ნაშთების სამყაროში

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოაჩინეს გაქვავებული ხეები, რომელთა ღეროები ერთდროულად 2 ან 3 ქვანახშირის ფენაშია განთავსებული, ამასთან, ხანდახან ფესვები ზემოთ მდებარეობს. მაგალითად, ინგლისში ნიუკასლის ახლოს აღმოჩნდა 6 მეტრი სიგრძის გაქვავებული ხე, რომელიც ქვანახშირის ათ ფენას კვეთდა. ეს ფაქტი იმას ადასტურებს, რომ ყველა ეს ფენა მცირე დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა, რადგან სხვა შემთხვევაში ხე დალპობას მოასწრებდა. ევოლუციური თეორიის თანახმად კი ქვანახშირის ყოველი ფენა ათასობით ამ მილიონობით წლის მანძილზე ფორმირდება:

1. დინოზავრების შემთხვევაშიც იგივე სურათი გვაქვს. მაშინაც კი თუ თეძოზე წვანან ამ უზარმაზარი ცხოველების სიმაღლე 5 მეტრია. დანალექი ქანების ხანგრძლივი დროის მანძილზე მილიმეტრ-მილიმეტრობით ფორმირების შემთხვევაში ცხოველის გვამი ფენებით მთლიანად დაფარვამდე დიდი ხნით ადრე გაიხრწნებოდა.

2. ამერიკაში ვირჯინიისა და პენსილვანიის შტატში, ქვანახშირის პერიოდის ფენებში, რომელიც ევოლუციური თეორიის თანახმად 300 მლნ. წელიწადს ითვლის, ადამიანის ფეხის ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი. ანაბეჭდებთან ნაპოვნია ტრიბულიტები, საიდნაც ჩანს, რომ ადამიანები ამ ცხოველებს თავს ესხმოდნენ, როცა მოცემული მიწის ფენა ჯერ კიდევ რბილი იყო ე.ი. მინიმუმ 220 მლნ. წლის წინ.

3. 1866 წ. კალიფორნიაში, კალავერას რეგიონში და 1860 წელს იტალიაში კასტენოდოლის მახლობლად აღმოაჩინეს ადამიანების თავის ქალები, რომელთა ასაკიც ყველაზე ცოტა, 10 მლნ. წლით იქნა განსაზღვრული. 1880 წელს იმავე ადგილის მახლობლად კასტენოდულოში, მიწის ქერქის იმავე ფენაში იპოვეს ბავშვის 2 ჩონჩხი. თავის დროზე ამ აღმოჩენის შესახებ ბევრს წერდნენ პრესაში, ნაშთი კარგად იყო შემონახული.

4. დროდადრო პოულობენ ხოლმე „ცოცხალ ხელმძღვანელ ნაშთებს“ ე.ი. აღმოჩნდნენ ფლორისა და ფაუნის ის წარმომადგენლები, რომელთა აღმოჩენილი ნაშთებიც მიწის ფენების ასაკის განსაზღვრისათვის გამოიყენებოდა. 1938 წლამდე ცელაკანტის ნაშთს იმისათვის იყენებდნენ, რომ მისი შემცველი მიწის ფენის ასაკს 70-დან 220 მლნ. წლით ათარიღებდნენ, რადგან ეს ცხოველი შედარებით გვიანი პერიოდის ფენებში არასოდეს არ შეხვედრიათ. და აი, 1938 და 1952 წლებში ეს თევზი ცოცხალი და ჯანმრთელი მადაგასკარის მახლობლად დაიჭირეს. ფენა, რომლის ასაკიც ევოლუციონისტებმა 2000 მლნ. წლით განსაზღვრეს, შეიძლება ასევე მხოლოდ 5000 წლის წინათ იყოს ფორმირებული.

რამდენიმე წლის წინათ ჩინეთში იპოვეს მეტასეკვოია. ეს მცენარე 20 მლნ. წლის წინათ გადაშენებულად ითვლებოდა, ახლა კი მთელი მსოფლიოს პარკებში იზრდება.

ანალოგიურად იქნა ნაპოვნი სხვა „ხელმძღვანელი ნაშთებიც“ ქვეწარმავლებისა და თევზების, მოლუსკებისა და ხეების.

ბევრ „ხელმძღვანელ ნაშთს“ ალბათ კიდევ აღმოაჩენენ, რადგანაც მათი ძირითადი ნაწილი ზღვის ბინადარნი არიან, ხოლო ოკეანეების სიღრმეები დღემდე თითქმის შეუსწავლელია.

5. ძალიან ძველი დალექილი ჯიშები ხშირად განლაგებულნი აღმოჩნდებიან ხოლმე უფრო ზევით ახალგაზრდა ფენებში. მაგალითად, ამერიკაში ვაიომინგის შტატში 300 მილიონ წლიანი ფენა დევს 60 მილიონ წლიანი ფენის ზევით. მას სამკუთხედის ფორმა აქვს 50 და 100 კილომეტრის სიგრძის გვერდებით (მოედანი 3000 კვადრატული კილომეტრია). ევოლუციონისტების აზრით მთელი ის ფენა ავიდა მიწის ქერქის შედარებით ახალგაზრდა ფენის ზევით.

მიწის ქერქის უფრო ძველი ფენების შედარებით ახალ ფენებზე განლაგების სხვა მაგალითებად გამოდგება მატტერხორნისა და მიტენტოპის მთები შვეიცარიაში. შექმნილი სიტუაციიდან სხვა მთებთან ერთად გადაადგილდა მდებარეობის ადგილიდან 100 კმ-ის მანძილზე, სადაც იგი ახლა იმყოფება.

ზოგიერთი ევოლუციონისტის აზრით მიტენტოპი აქ არც მეტი არც ნაკლები აფრიკიდან გადმოვიდა. უცნაურია, რომ გადაადგილება მხოლოდ მთების მწვერვალებმა განიცადეს (როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?) და რომ ეს ძლიერ ახლოს განლაგებული მთები ასე განსხვავებული გზებით მოხვდნენ აქ. დავასკვნით, რომ არანაირი ხილული კვალი იმისა, რომ ამ გადაადგილებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, არ შეინიშნება. ისინი სადღაც მიწის სიღრმეში არ მდებარეობენ და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანან. არაფერი მოწმობს მათ გადაადგილებაზე: არც ნაპრალები, არც დანგრეული ან დაქუცმაცებული მთათა წარმონაქმნები. ძალას, რომელიც ამხელა მასის დასაძრავად იქნებოდა საჭირო, მიწის ქერქზე უნდა წარმოექმნა უზარმაზარი ნაპრალები დაელეწა და გაეფანტა მთელი მასივები მთის ჯიშებისა!

მცირე ძვრების მოხდების შესაძლებლობაც არსებობს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ფენები მანამ ფორმირდება, სანამ ისინი ჯერ კიდევ ფხვიერია და წყლით დაფარული. ფხვიერი ფენები ნაპრალებს არ წარმოქმნიან იმ დროს, როცა წყალში მათი წონა მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო სითხე „გლინვადი მასალის“ ფუნქციას ასეულებს. შესაბამისად ერთი ფენა იოლად მოექცა მეორის ზევით, მაგრამ ასეთი რამ შესაძლოა მხოლოდ კატასტროფულ სიტუაციაში, მსოფლიო წარღვნის პირობებში წარმოშობილიყო.

რბილად რომ ვთქვათ, ხელმძღვანელი ნაშთების მიხედვით დედამიწის ასაკის განსაზღვრა არასაიმედოა. როცა თეორია სინამდვილეს არ ეთანხმება, გამოსავალს უცნაურ ჰიპითეზებში ეძებენ, სხვაგვარად მთელი ევოლუციური ნაგებობა დაინგრევა.

მეცნიერული თვალსაზრისით ევოლუციის თეორია კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ფანტაზიაა რეალური საფუძვლის გარეშე.

 

ბ. რადიოაქტიური ელემენტები.

1. ტყვია-ურანის მეთოდი.

ურანი - ეს არის რადიოაქტიური ელემენტი, რომელიც დროთა განმავლობაში რიგ სხვა ელემენტებად იშლება, იქამდე, სანამ, ბოლოსდაბოლოს განსაკუთრებული ტიპის ტყვიას არ მივიღებთ (ტყვიის რადიოაქტიურ იზოტოპს). იმისათვის, რომ მოცემული რაოდენობის ურანის ნახევარი ტყვიად იქცეს 4,5 მილიარდი წელი უნდა გავიდეს, რადგან ურანის დაშლის პროცესი ასე ნელა მიმდინარეობს. მას ყველაზე ძნელი ობიექტების ასაკის განსასაზღვრავად იყენებენ. და პირიქით, რადიაქტიური ნახშირბადი უფრო ახალგაზრდა ორგანული ნივთიერებების ასაკის განსაზღვრისათვის გამოიყენება. ამ მეთოდების გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მიწის სხვადასხვა ფენების ასაკი „ხელმძღვანელი ნაშთების“ პრინციპის მეშვეობით მთლიანად განსაზღვრეს. ამრიგად რადიოლოგიური მეთოდები დამოუკიდებელნი არ არიან, არამედ უკვე მოცემულ სისტემაში შედიან. მათი შედეგები ყოველთვის ხელმძღვანელი ნაშთების პრინციპის საშუალებით მოწმდება. თავიდან მიწის ქერქის სიძველე ხელმძღვანელი ნაშთების საშუალებით ისაზღვრება, რისი ასაკიც უკვე ცნობილია (როგორც უკვე ვახსენეთ, მისი ასაკი არაა ცნობილი, რადგან მას იმ ვარაუდიდან გამომდინარე განსაზღვრავენ, რომ შედარებით მარტივი ორგანიზმების ნამარხი ნაშთების ასაკი, მილიონი (ან ასეული მილიონი) წლებით უფრო მეტია, ვიდრე სიცოცხლის უფრო რთული ფორმების ასაკი). შემდეგ მოცემულ ფენაში არსებული ურანისა და ტყვიის რაოდენობა განისაზღვრება. თუ ერთი ფენის ტყვიის ურანთან მიმართება რომელიმე სხვა ფენის მსგავსი აღმოჩნდება, ითვლება რომ ამ ფენებს ერთნაირი ასაკი აქვთ. თუ მოცემული სიდიდე უკვე ცნობილი სიდიდეებისაგან განსხვავდება, მაშინ ფენის ასაკი გამოითვლება ფორმულით, რომლებშიც ურანის დაშლის სიჩქარეს ითვალისწინებენ“.

მოცემული მეთოდი არასაიმედოა შემდეგი სამი მიზეზის გამო:

ა. შეუძლებელია გაიგო ურანის, ტყვიისა და დაშლის შუალედური ელემენტების რამ რაოდენობას შეიცავდა თავდაპირველად ძირეული ქანები.

ბ. არცერთი სისტემა ბუნებაში არ არის ჩაკეტილი. შეიძლება ურანი და ტყვია ქანებიდან მიწისქვეშ ცირკულირებული წყლებით გამოირეცხოს, რაც მუდმივად ხდება კიდეც. მეორე მხრივ, ჩვეულებრივი ტყვია იოლად იკრავს მტვრის ნაწილაკებს (თავისუფალ ნეიტრონებს) მოსაზღვრე ქანებიდან და რადიოაქტიურ იზოტოპს ქმნის, რამაც მოცემულ ქანში ურანის თავდაპირველ შემადგენლობის თაობაზე მცდარ დასკვნამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ურანის გამორეცხვაცა და ტყვიის გარდასახვაც, ის ორი მიზეზია, მრავალთაგან, რამაც ქანების ასაკის განსაზღვრისას სერიოზულ გადაჭარბებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

გ. რადიოაქტიური ელემენტის დაშლის სიჩქარე მუდმივი სიდიდე არ არის. მართალია, დაშლის სიჩქარე თვითნებურად არ იცვლება, რადგან ეს შიდაატომური პროცესია, მაგრამ თუ უახლოეს ვარსკვლავზე აფეთქება მოხდება, რაც ევოლუციის თეორიითაც შესაძლებელია, მიწაზე ნაწილების მთელი წყება ჩამოცვივდებოდა და ურანის ბირთვს დაბომბავდა. ამ პროცესს შეიძლება ურანის ატომგულის უფრო სწრაფი დაშლა გამოეწვია, შესაბამისად უფრო მეტი ტყვიაც წარმოიშვებოდა, ვიდრე მოვლენების ჩვეულებრივი განვითარები შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაშიც მოცემული მეთოდი ქანების ასაკის განსაზღვრისას გადააჭარბებს რეალურ ასაკს.

შენიშვნა:

მთის ქანების ასაკის განსაზღვრის რამდენიმე მეთოდია საყურადღებო. „კალიუმ-არგონის მეთოდით 1801 წელს წარმოშობილი თანამედროვე ვულკანური ქანის ასაკი 3,5 მილიარდი წლით განისაზღვრა. სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დანარჩენმა გამოთვლებმა ჰაგაის კუნძულების ერთი და იგივე მთის ქანების ასაკის განსაზღვრისას სხვადსახვა მონაცემები მიიღეს 0-დან 3,3 მილიონი წლის დაშორებით“.

ორი სხვა ანალოგიური მეთოდი იყენებს „კალიუმ-არგონისა“ და „რუბიდი-სტრონცის“ ურთიერთმიმართებას. ორივე მეთოდი ისევ „ხელმძღვანელი ნათშების“ მეშვეობით მოწმდება, და ამდენად არასაიმედოა. ზემოთმოყვანილი 3 შენიშვნა აქაც ძალაში რჩება.

 

2. რადიონახშირბადის მეთოდი

ხელმძღვანელი ნაშთებისა და „ტყვია-ურანის“ მეთოდების საპირისპიროდ რადიონახშირბადის მეთოდი, რომელიც C-14 ნახშირბადის იზოტოპს იყენებს, მხოლოდ შედარებით ახალგაზრდა ობიექტების ასაკის განსაზღვრისთვის გამოდგება. ან ნახშირბადის დაშლა იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ 5730 წლის განმავლობაში საწყისი რაოდენობის ნახევარიღა რჩება (ე.ი. მისი ნახევრადდაშლის პერიოდი 5730 წელია). რადიონახშირბად C-14-ის მეშვეობით ასაკის განსაზღვრა საიმედოა არაუმეტეს 5 ათასი წლის ობიექტებისათვის (თუ ისეთ მსოფლიო კატაკლიზმებს არ მივიღებთ მხედველობაში, როგორიც წარღვნაა). მოცემული მეთოდის გამომგონებელმა ვ.ლიბბიმ თქვა: „პირველი სერიოზული სირთულე 8000 წლის ასაკთან დაკავშირებით წარმოიშობა. უფრო ასაკიანი ობიექტებისათვის მოცემული მეთოდი შეცდომების დაწყებას იწყებს“. ასე, რომ ის ადამიანიც კი, რომელსაც ამ მეთოდისა და ევოლუციის სწამდა, აღიარებს, რომ მონაცემები, რომელიც 8000 წელზე მეტ ასაკს ეხება, მეტ-ნაკლებად არასაიმედოა.

C-14 ნახშირბადი აზოტისაგან, რომელსაც ატმოსფერო შეიცავს, კოსმიური სხივების ზემოქმედების შედეგად მიიღება. C-14 ყველა ურთიერთობაში ჩვეულებრივი ნახშირბადის მსგავსად იქცევა და ამიტომაც CO2 ნახშირბადის ორჟანგსაც იმგვარადვე წარმოქმნის. ნახშირბადის ორჟანგი ჰაერიდან მცენარეების მიერ შთაინთქმება, რომელნიც მას ფოტოსინთეზის პროცესში საკვებ ნივთიერებად გარდაქმნიან.

ცხოველები ჭამენ მცენარეებს და ნახშირბადი მათ ორგანიზმში ილექება. მათი სიცოცხლის მანძილზე ნაშხირბადისა და რადიონახშირბადის რაოდენობა მუდმივად ახლოვდება. როცა მცენარე ან ცხოველი კვდება, ნახშირბადის შენაკადი წყდება. C-14 ნახშირბადი, რომელიც არაფრით არ შეივსება, იწყებს დაშლას და მისი რაოდენობა ორგანიზმში უფრო და უფრო კლებულობს. მკვდარი ცხოველის ორგანიზმში C-14 ნახშირბადის რაოდენობის განსაზღვრით შეიძლება გამოითვალოს მისი გარდაცვალების დრო. თუ ცხოველის ორგანიზმში C-14 საწყისი მოცულობის ნახევარი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მისი სიკვდილის დროიდან 5730 წელია გასული.

ამ მეთოდის საწინააღმდეგო სამი არგუმენტი არსებობს:

ა. შეუძლებელია დაადგინო როგორი იყო ჰაერში C-14 ნახშირბადის საწყისი რაოდენობა. ბოლო დროის გაზომვები გვიჩვენებენ, რომ ნახშირბადი C-14 ყოველწლიურად 25%-ით უფრო მეტი წარმოიშობა ვიდრე იშლება. ამგვარად წარსულ წლებში C-14 ნახშირბადი ჰაერში უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ეს არის ახლა - ფაქტი, რომელიც სამყაროს შექმნის თეორიას უფრო შეესაბამება. ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ ამ გამოთვლის ასეთი მეთოდები ყოველთვის არაობიექტურ სურათს გვაძლევს.

ბ. ისევე როგორც ტყვია-ურანის მეთოდის შემთხვევაში რადიოაქტიური ნახშირბადის დაშლის სისწრაფეს ცვლილება შეიძლება განეცადა.

გ. ყველა ორგანიზმი რადიოაქტიური და ჩვეულებრივი ნეოტრონების ერთსა და იმავე რაოდენობას არ შთანთქავს. მაგალითად, ზოგიერთი ამჟამად მცხოვრები მოლუსკების ნიჟარების რადიოაქტიური ნახშირბადის მეთოდით განსაზღვრული ასაკი 2300 წელია.

ჩვენს მიერ განხილული მეთოდების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ევოლუციის თეორია ძალიან ჰგავს სარწმუნოებას, ამასთან ის ხშირად ეფუძნება „მოჯადოვებული წრის“ ტიპის არგუმენტებს, ყველა მონაცემი, რომელიც მიწის ახალგაზრდა ასაკზე მიუთითებს უარიყოფა, ხოლო მიგნებები, რომლებიც ეპოქების არასწორად განსაზღვრას მოწმობენ, იგნორირდებიან.

გაგრძელება...



image
© საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ
2003